შეკვეთილში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა.

აღნიშნული პარკი ჯერ კიდევ გახსნამდე იმით გახდა პოპულარული, რომ იქ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გიგანტური ხეები გადაჰქონდათ. მათ შორის ყველაზე "პოპულარული" შავ ზღვაში მოცურავი ტიტის ხე გახდა.

ფოტო: GDS

ხეების გადატანას აქტივისტები და ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებდნენ. ხშირად გიგანტური ხის გადატანისას იხერგებოდა გზა, ზიანდებოდა ელექტრონული სადენები და იჭრებოდა ხეები. ხეების გადარგვა არ შეწყვეტილა საგანგებო მდგომარეობის დროსაც.

თავად ბიძინა ივანიშვილი კი ამტკიცებდა, რომ გადარგვისას გიგანტური ხეები გადაარჩინა, რადგან მათი ნაწილი გადაშენების პირას იყო. მან, ასევე, აღიარა, რომ ასი ათასობით ხე აქვს გადარგული.

როგორც ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.

"18 ჰექტარზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადარგული 29 სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხეა. დანარჩენ ტერიტორიაზე კი ხუთივე კონტინენტიდან ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი", — აღნიშნავენ პარტიაში.

მათივე ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. პარკში გაშენებულია ბამბუკების კორომი.

პარკში შესვლა უფასოა.

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: ქართული ოცნება