26 წლის ეგვიპტელმა ინჟინერმა მაჰმუდ ელ კომიმ კონტროლირებადი ჰუმანოიდი რობოტი ააწყო, რომელიც ქვეყანას მიმდინარე პანდემიასთან გამკლავებაში ეხმარება. რობოტს კორონავირუსის ტესტების გაკეთება შეუძლია.

დისტანციურად მართვადი რობოტი ექიმებისთვის ვირუსის ტრანსმისიის რისკს ამცირებს, რადგან სამედიცინო პერსონალს პოტენციურად ინფიცირებულ ადამიანებთან ახლოს მისვლა აღარ უწევთ.

COVID-19-ის პანდემიის დაწყებასთან ერთად, რობოტების სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება მსოფლიოს გარშემო ხშირი პრაქტიკა გახდა. მაგალითად, კორეაში ცოტა ხნის წინ შექმნეს კონტროლირებად რობოტი, რომელიც COVID-19-ის ტესტირებისთვის ნაცხებს ცხვირიდან იღებს.

ფოტო: Reuters

აშშ-ის შტატ ბოსტონში ექიმები პაციენტებს სპეციალიზირებული ვიდეოკამერების გამოყენებით iPad-დან აკვირდებიან.

ამჟამად პანდემიასთან გამკვლავებაში რობოტების მთავარი ფუნქცია ვირუსის გადაცემის რისკის შემცირება და ტესტირების პროცესის დაჩქარებაა.

ფოტო: Reuters

ელ კომის რობოტი, რომელიც ამჟამად მხოლოდ კაიროში ფუნქციონირებს, საკმაოდ მრავალფუნქციურია. ნაცხის აღების გარდა მას ტემპერატურის გაზომვაც შეუძლია. რობოტი 4 ბორბალზე გადაადგილდება. მისი შემქმნელი იმედოვნებს, რომ მესამე პროტოტიპი ნაცხის აღებას ცხვირიდანაც შეძლებს.

ელ კომი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში მსგავსი რობოტები აეროპორტებში და საჯარო თავშეყრის ადგილებში ტემპერატურასაც გაზომავენ.