დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

თელავის მუნიციპალიტეტ სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც On.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განცხადებით, ამ ეტაპზე ბავშვის 11 კონტაქტია გამოვლენილი. მისივე თქმით, ნიმუშები უკვე აღებულია და გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ და კონტაქტების მოძიება გრძელდება.

დილის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1003 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 873 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 640 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 244. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 31 ადამიანი გადმოიყვანეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: