ბოლო კვირას ილონ მასკმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ Tesla-ს მანქანები მალე მთლიანად ავტომატურად გადაადგილებას შეძლებენ. საგზაო ტრანსპორტის ავტომატიზაცია კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

გერმანიის სასამართლოს მიხედვით, Tesla-ს მიერ გამოყენებული ტერმინი "ავტოპილოტი", რომელიც დამხმარე სამართავ ტექნოლოგიას აღწერს, არასწორი მარკეტინგია. სასამართლოს მიხედვით, კომპანიის "ავტოპილოტი", გარდა იმისა, რომ ავტონომიურად არც ითვლება, ის, ასევე გერმანიაში არალეგალურიცაა.

"რადგან მანქანის ავტონომიური მართვა ლეგალურად დაუშვებელია, თან ამ შემთხვევაში ეს ტექნიკურადაც შეუძლებელია, ტესლამ უნდა დაიცვას წესები და რეკლამის სახით ყალბი პირობების გაცემა უნდა შეწყვიტოს", — ამბობს ანდრეას ოტოფუელინგი, რომელმაც სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ახლო მომავალში ტესლა ბერლინში თავის საწარმოს (Gigafactory) გახსნას გეგმავს, რომელიც გერმანელების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა, რადგან ქარხანა ადგილობრივი ეკოლოგიისთვის პოტენციურად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.