საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ შეწყალებულ ოპოზიციონერებზე, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილზე თქვა, რომ არა პოლიტპატიმრები, არამედ, "სასტიკი დამნაშავეები არიან".

"რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიმეორებ, არცერთი არაა პოლიტპატიმარი, არიან დამნაშავეები და არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები. ვისაც ვიწყალებ, ყველანი არიან დამნაშავეები", — თქვა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. მან აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეთანხმება სრულად შეასრულოს.

გაიგეთ მეტი: