ინგლისის მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარებმა მუსიკალური ალბომების გარეკანები გააცოცხლეს
ინგლისის ერთ-ერთი ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარები ცნობილი ალბომების გარეკანების ვარსკვლავებად იქცნენ. სიდმარ ლოჯის მზრუნველობის სახლი, რომელიც ინგლისის ქალაქ ედვეარში მდებარეობს, კორონავირუსის პანდემიის გამო 12 მარტის შემდეგ კარანტინში იმყოფება. რობერტ სპეკერმა, რომელიც თავშესაფრის აქტივობების კოორდინატორია, გადაწყვიტა, ბენეფიციარების გასამხნევებლად რაიმე ორიგინალური მოეფიქრებინა.
მან ხანდაზმულებისთვის ფოტოსესიის მოწყობა დააპირა, სადაც ისინი ისეთი ცნობილი მომღერლების ალბომების გარეკანებს გააცოცხლებდნენ, როგორებიც ტეილორ სვიფტი, ბრიუს სპრინგსტინი, ადელი და მადონა არიან.
"ეს იდეა დიდი ხნის განმავლობაში მქონდა და ვფიქრობდი, რომ თავშესაფარში მყოფებს მართლა მოეწონებოდათ", — ამბობს სპეკერი.
სპეკერის თქმით, მისი მიზანი იყო, ეჩვენებინა, რომ მზრუნველობის სახლებში პანდემიის დროსაც კი შეიძლება მხიარულება სუფევდეს, ნაცვლად მოწყენილობისა. მას სურდა ისეთი რამე გაეკეთებინა, რაც ვიღაცას სახეზე ღიმილს მოჰგვრიდა.
"თავდაპირველად, ვიფიქრე, რომელ ალბომს რომელი ბენეფიციარი მოუხდებოდა ან ექნებოდა მასზე გამოსახული მომღერლის მსგავსი შესახედაობა, შემდეგ კი იდეის განხორციელება თავშესაფრის ყველა მცხოვრებს შევთავაზე", — აცხადებს სპეკერი.
მან ბენეფიციარების თხოვნებიც გაითვალისწინა.
მაგალითად, შეილას, რომელიც 93 წლისაა, სურდა Rag'n'bone-ის ალბომ Human-ზე გამოჩენა, რადგან იგი მომღერალს პირადადაც შეხვედრია. შეილას სურათის გვერდით მისი კუთვნილი Rag'n'bone-ის ხელმოწერილი ალბომია გამოსახული.
სპეკერის თქმით, ბენეფიციარები სიხარულით დათანხმდნენ იდეაში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე დარწმუნებულები არ იყვნენ, საბოლოოდ როგორი გამოვიდოდა ეს ყველაფერი.
"ძალიან გაერთნენ", — ამბობს იგი პროექტში მონაწილე ბენეფიციარების რეაქციებზე, — "მოეწონათ საკუთარი თავის და მათი თავშესაფრის მეგობრების დანახვა ასეთ ამპლუაში და კარგადაც იხალისეს, რისი დანახვაც ჩემთვისაც სასიამოვნო იყო".
ფოტოპროექტის გამოქვეყნების შემდეგ სპეკერმა GoFundMe-ზე აქცია წამოიწყო, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში არსებული Dementia Friends საზოგადოებისთვის თანხის შეგროვებას ემსახურება. Dementia Friends დემენციით დაავადებული ადამიანების დახმარებისთვისაა შექმნილი, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
სპეკერის და სიდმარ ლოჯის ბენეფიციარების საერთო ფოტონამუშევრები შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
კომენტარები