მაყურებელთა საყვარელი The Alienist სულ მალე, 19 ივლისს, გაგრძელებით ბრუნდება. ინტერნეტში სერიალის ახალი ტრეილერი გავრცელდა, რომელიც ამჯერად დაკოტა ფენინგის პერსონაჟზეა ფოკუსირებული.

სერიალის მეორე სეზონში The Alienist: Angel of Darkness ფენინგის პერსონაჟი სარა საკუთარ საგამოძიებო სააგენტოს აარსებს, რომელიც მხოლოდ ქალებისგან შედგება.

სარას დაკარგული ბავშვის საქმის გამოძიება უწევს, რის გამოც ის კვლავ ერთიანდება გაზეთის ილუსტრატორ ჯონ მურსა (ლუკ ევანსი) და კრიმინალურ ფსიქოლოგ დრ. ლასლო კრაიცლერთან (დანიელ ბრიული). მეორე სეზონის სიუჟეტში სერიული მკვლელიც მონაწილეობს, თუმცა ამ მეორე ტრეილერიდან ჯერ უცნობია, როგორ უკავშირდება ეს ორი ამბავი ერთმანეთს.

TNT-ის ფრენჩაიზის გაგრძელება ფენინგის სეზონად აპოზიციონირებს თავს, განსხვავებით პირველი სეზონისგან, რომელშიც მსახიობთა ტრიო იყო ყურადღების ცენტრში. ჯერ უცნობია, ამ მსახიობებს ახალ სეზონში თანაბარი დრო დაეთმობათ თუ არა, თუმცა ფენინგი მშვენივრად გამოიყურება ახალგაზრდა ქალი დეტექტივის როლში — თანაც ისეთ ეპოქაში, რომლისთვისაც ასეთი პროფესიის ქალი ძალიან უცნაურია.

The Alienist-ის პირველი სეზონის პრემიერა 2018 წელს შედგა და ის 10 სერიას მოიცავდა, მისი გაგრძელება The Alienist: Angel of Darkness კი, რეალურად, სერიალის სიქველად განიხილება, ნაცვლად მეორე სეზონისა, რითიც შეზღუდული სერიების ანთოლოგიებად გარდაქმნის პოპულარული ტრენდი გრძელდება.