თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რესტორნებსა და კლუბებს დროებით, უსასყიდლოდ შესთავაზებენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართებს. მისი განმარტებით, ეს შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობა, ან ტერიტორია, სადაც შესაძლებელია, საკლუბო სცენის მოწყობა.

"არის რესტორნები და კლუბები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ სხვადასხვა მიმართულებით. მუნიციპალიტეტს გაგვაჩნია სხვადასხვა ტერიტორია ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, ეს შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობები, ფართები. ჩვენ მზად ვართ, დროებით სარგებლობაში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, სანამ ეს პრობლემები არის გადმოგცეთ იმისთვის, რომ ისარგებლოთ და თქვენი ბიზნესი განახორციელოთ", — განაცხადა მან მერიის სხდომაზე.