თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კულტურის მიმართულებით ბიუჯეტი იზრდება იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებმა "მხარდაჭერა და თანადგომა" იგრძნონ. როგორც კალაძემ აღნიშნა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ბევრჯერ შეხვდნენ, მათი პრობლემები მოისმინეს და იწყებენ სხვადასხვა "პროექტებს, დახმარებას და დაფინანსებებს".

"კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ, მოვისმინეთ მათი პრობლემები და წუხილი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდეთ მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენი მხრიდან. ერთ-ერთი მიმართულება არის კულტურის სფერო, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება იმისთვის, რომ ჩვენ კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, რომ რთული პერიოდი, პანდემია გამოიარონ ყოველგვარი დიდი ზეწოლის გარეშე", — განაცხადა კალაძემ.