უსახლკარო მანჩესტერიდან, რომლის მდგომარეობა კარანტისას სასტუმროში ცხოვრებით გაუმჯობესდა
ალბათ, კორონავირუსის და მენტალური ჯანმრთლობის ერთმანეთთან კავშირი როცა გესმით, მაშინვე ფიქრობთ, რომ სტატია პანდემიითა და კარანტინით გამოწვეულ სტრესს, მასთან გამკლავების გზებსა და რჩევებს უნდა ეხებოდეს. თუმცა, როგორც ამბობენ, ყველაფერს აქვს ორი მხარე და ამ შემთხვევაშიც, საყოველთაო კარანტინმა ადამიანთა ნაწილის მენტალურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედა. მათ შორისაა სტატიის გმირიც, ამანდაც, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.
კარანტინის გადატანა საკუთარ სახლში გამოკეტილ ადამიანებს გაუჭირდათ, თუმცა რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზე, რომლებსაც სახლიც კი არ აქვთ. მეტიც, უსახლკაროების უმეტესობას არ აქვს წვდომა ელემენტარული ჰიგიენის ნორმებზე, სასურველ საკვებზე, უსაფრთხოებაზე. იმის გამო, რომ მათი ნაწილი აღრიცხულიც კი არაა, ვერ იღებს სახელმწიფოსგან დახმარებას.
ეს პრობლემები კარანტინმა კიდევ უფრო მწვავედ აჩვენა, როცა ყოველ წუთში გვახსენებდნენ დაიბანეთ ხელი, გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარი — ამ დროს კი საზოგადოების ნაწილისთვის ეს ფუფუნებას წარმოადგენდა.
ამანდა
ამანდა, ყოფილი სექს-მუშაკი, რომელიც წარსულში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემებს ებრძოდა, ერთ-ერთია იმ 5 400 ადამიანიდან, ვინც დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებულ პროგრამაში მოხვდა. ამ პროგრამის მიხედვით, კარანტინის გამოცხადების შემდეგ ქუჩაში მცხოვრები ადამიანები უნდა დაებინავებინათ და სასწრაფო დახმარება გაეწიათ.
46 წლის ამანდა კარანტინის გამოცხადებამდე ქუჩაში 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ნორმალური ცხოვრების პირობებს დაუბრუნდა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ ის მანჩესტერის სასტუმრო ჰოლიდეი ინში განათავსა.
როგორც ჰყვება, მიმართვიდან ერთ საათში უკვე საკუთარ ნომერში იყო, გამოსაცვლელი ტანსაცმლით და ეს ყველაფერი ზღაპრის წიგნიდან მოთხრობილ ამბავს ჰგავდა.
"წარმოგიდგენიათ, როგორი დაუცველია შესასვლელებში ხშირად სველი საძილე ტომრით ყოფნა, როცა ხალხი გამოდის შენობებიდან და გაიგნორებს? მოულოდნელად თქვენ გაქვთ უსაფრთხო ოთახი, სუფთა ზეწრები, სუფთა პირსახოცები და ტელევიზორი. ეს რიხტერის სკალაზე საერთო ახალ ნიშნულზე გადასვლას ჰგავდა", — ჰყვება ამანდა.
მისივე თქმით, სასტუმროს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა ადამიანები იდგნენ და იქ მყოფებს დახმარებას უწევდნენ.
"პირველ ღამეს, როცა სასტუმროში დავრჩი, 2 დღე მეძინა და 24 საათის განმავლობაში 15-ჯერ მივიღე შხაპი", — ამბობს ის.
ზღაპრული ცხოვრება ამანდასთვის მხოლოდ მატერიალუი პირობებით არ შემოიფარგლა. მისი თქმით, წლების შემდეგ პირველად, ადამიანურ პირობებში ცხოვრება დაეხმარა ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაშიც. ამანდა ამბობს, რომ ნივთიერებებზე მოთხოვნილების გრძნობა ნელ-ნელა ქრება, როცა ქუჩაში აღარ გძინავს.
ამანდა არ იყო გამონაკლისი — სასტუმროს პროვაიდერის პირველადი მოხსენების მიხედვით, კარანტინის დროს იქ მცხოვრები ადამიანების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა გაუმჯობესდა.
მარტის თვეში ინგლისის მთავრობამ ადგილობრივ საბჭოებს ქუჩაში მცხოვრები ადამიანების დასაბინავებლად 3,2 მილიონი ფუნტი გადაურიცხა, თუმცა მას შემდეგ, რაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოიხსნა, სასტუმროებმა სტუმრების მისაღებად მზადება დაიწყეს. ამ მომენტიდან იქ მცხოვრები უსახლკაროების ნერვიულობამ იმატა.
ამანდამ BBC Radio 5-ს უთხრა: "ხალხი ცოტათი ნერვიულობს, რომ მათი გეგმები იწურება და ეს აქ ჰაერშიც იგრძნობა, ცოტათი პანიკა იწყება".
"იღბლიანი"
მაშინ, როცა ქუჩაში გატარებული წლების შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდები, ისევ წარსულ ცხოვრებაზე ფიქრი საშინელ კოშმარს ემსგავსება. ამანდას ბოლომდე გაუმართლა, რადგან, შანსი მიეცა საძილე ტომრებს აღარასდროს დაუბრუნდეს.
გაერთიანებული მანჩესტერის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მუშაობენ სქემაზე, რომლის მიხედვითაც 4,75 მილიონი ფუნტი დაიხარჯება 445 საძინებელი ადგილის გამოსაძებნად ათივე რაიონში.
ამანდას თქმით, იმ დახმარების მოგროვებას, რაც ამ პერიოდში მიიღო, დამოუკიდებლად 12-18 თვის განმავლობაში თუ შეძლებდა. ის აღნიშნავს, რომ ქუჩიდან სასტუმროებში გადაყვანილი ადამიანები ახლა ცდილობენ იპოვონ საკუთარი იდენტობა.
რივერსაიდის ჯგუფის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს მანჩესტერის საქალაქო საბჭოსთან, სასტუმროებში დასაბინავებლად ამანდასთან ერთად ბევრ უსახლკაროს დაეხმარა. ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ გასული რვა კვირის განმავლობაში უფრო მეტი წინსვლა ჰქონდათ, ვიდრე მთლიანად 8 წელში.
რივერსაიდმა დაადასტურა, რომ სასტუმრო ჰოლიდეი ინში პროგრამა 2021 წლის მარტამდე გაგრძელდება. მთავრობამ, ასევე, გამოაცხადა, რომ ადგილობრივ საბჭოებს ქუჩაში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად დამატებით 105 მილიონ ფუნტს უგზავნიდა.
ამანდა ახლა ადგილს ელოდება რეაბილიტაციის ცენტრში და ამბობს, რომ თავს ძალიან იღბლიანად გრძნობს.
"უბრალოდ არ მინდა დავბრუნდე იქ, სადაც ვიყავი... მძულს ქუჩაში და იმ ცხოვრებაში დაბრუნება. ასე რომ, ვიმედოვნებ, შემიძლია წინსვლა გავაგრძელო, შევინარჩუნო ის იმპულსი, რომელიც მივიღე და რეაბილიტაციისკენ წავიდე... მე ორი ვაჟი მყავს და მსურს, რომ ისევ გავხდე მათი ცხოვრების ნაწილი", — ამბობს ამანდა.
ის დარწმუნებულია, რომ თუ ამ შესაძლებლობას ახლა არ გამოიყენებს, მაშინ მას ვეღარასდროს მიიღებს.
ამანდას გრძნობები კარანტინის დროს გამონაკლისი არ იყო. სასტუმროში ჩატარებული ინტერვიუების მიხედვით, იქ მცხოვრები ადამიანები თავს დაცულად, უსაფრთხოდ გრძნობდნენ და მათი მომავლის მიმართ უფრო პოზიტიური განწყობა ჰქონდათ.
შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ამ ნაწილის ცხოვრება, მენტალური და ფიზიკური მდგომარეობა, მომავლის მიმართ დამოკიდებულება კარანტინმა დადებითად შეცვალა. მას შემდეგ, რაც მსოფლიო პანდემიას დაამარცხებს, ამანდას და დანარჩენებს შანსი ექნებათ სუფთა ფურცლიდან დაიწყონ.
დამატება: სტატია ასახავს დიდი ბრიტანეთის გამოცდილების ნაწილს. On.ge მიიჩნევს, რომ არიან ადამიანები, მათ შორის, საქართველოში, რომლებსაც ამანდას მსგავსად არ გაუმართლათ და პანდემიის დროსაც ქუჩაში მოუწიათ ცხოვრება.
სტატია ითარგმნა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები