ქუთაისის მერის მოადგილე, ნინო თვალთვალაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

"ხვალიდან ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას.ვიტყვი,რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნა. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქუთაისის სამსახურში ვიქნები", — წერს თვალთვალაძე.

მისივე თქმით, სამომავლო გეგმებზე ხვალ, 15 ივნისს ისაუბრებს.

მიზეზის დასახელების გარეშე თანამდებობა დატოვა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. აპრილში მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლაც გადაწყვიტა.