ეუბნებოდა კისერს მოგიგრეხო, უმტყუნა სიძლიერემ, წაშლილი იყო ბავშვი — ლუკა სირაძის დედა დაკითხვას იხსენებს
გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის დედა, ელიკო ჩხიტუნიძე იხსენებს, რომ დაკითხვის დროს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბავშვს "კისრის მოგრეხვით" ემუქრებოდა და დანაშაულების აღიარების მიზნით მას აშანტაჟებდა. ამასთან, დედა ამბობს, რომ განყოფილებაში მყოფი სხვა პირებისგან გინება ისმოდა.
"უმტყუნა იმ სიძლიერემ და გატყდა კი არა ბავშვი, არ ვიცი, ალბათ, წაშლილი იყო", — იხსენებს სირაძის დედა", — ამბობს ელიკო ჩხიტუნიძე.
გადაცემა პოლიტმეტრში დედამ გაიხსენა განყოფილებაში დაკითხვის პროცესი. მისივე თქმით, იქ რამდენიმე საათი იყვნენ და ამ ხნის განმავლობაში ბავშვი არაერთხელ გახდა ზეწოლის მსხვერპლი.
"გაბრაზებით ეუბნება, ვაჟბატონო არ იცი რისთვის დაგიბარე, რა გააფუჭეო. არ ვიციო, ლუკამ უთხრა. შენ გააფუჭე კედლები, გააფუჭე დაფა, გააფუჭე ჟურნალიო. მე არ გამიფუჭებიაო. მარიანამ უთხრა, ვიდეომასალაც მაქვსო, აგერ წარმომადგენელი ამბობს სკოლის, რომ შენ გააფუჭე, მოსწავლეებიც ამბობენ, რომ შენ გააფუჭე. ლუკამ უთხრა, არ გამიფუჭებია, არავის დავუნახივარ და როგორ იტყვიან, რომ მე გავაფუჭეო. მარიანამ უპასუხა, რომ მე მყავს მოწმეები, აღიარე ახლა, რომ შენი გაკეთებულიაო. ისე ხმამაღლა ელაპარაკებოდა, კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის ბევრისთვის მომიგრეხია კისერი, დროზე აღიარეო. [...]
მარიანა ცდილობდა, ბავშვი გაეღიზიანებინა, წყობილებიდან გამოეყვანა და მოახერხა კიდეც. ბავშვი ჭკუაზე არ იყო, ისე ნერვიულობდა. უკვე რომ გაბრაზდა ლუკა, კიდევ დაიწყო შანტაჟი — შენი საქციელით, შენი მანერებით, გადახოტრილი თმებით, კაპიუშონიანი რომ გაცვია, შენ ხარ გამკეთებელი, იცი შენ სად გიკრავთ თავსო, სადაც საჭიროა იქ და იქ მოგხედავენო. მერე შევშინდი ძალიან, ავნერვიულდი ტირილი დავიწყე", — ყვება ლუკა სირაძის დედა.
ელიკო ჩხიტუნიძე ამბობს, რომ განყოფილების უფროსის მოადგილემ, რევაზ მამასახლისმა ლუკა თავის ოთახში მშობლის გარეშე შეიყვანა. დედა ვარაუდობს, რომ ოთახში ყოფნის დროს ბავშვს სახეში გაარტყეს.
დედა იხსენებს, რომ დაკითხვის შემდეგ ლუკა სახლიდან გავიდა და გააფრთხილა, რომ იმ ღამით სახლში არ დაბრუნდებოდა. ელიკო ჩხიტუნიძის თქმით, თავიდან ბავშვის მოსაძებნად ისევ მარიანა ჩოლოიანს დაურეკა, თუმცა მან უთხრა, რომ უფროსი შვილისთვის, ბექასთვის დაერეკა, რომელიც გორში სამხედრო აკადემიაში იყო.
"დავრეკე თავისთავად ბექასთან, ბექამ აქეთ ძმაკაცებს გადმოურეკა, მთელი უბანი ეძებდა ამ ბავშვს და მოხდა ის, რაც მოხდა. ეს ამბავი თვითონაც რომ გაუგია, მერე მირეკავს [მარიანა], რომ არსად გამოჩნდა ლუკაო, თუ გამოჩნდეს გამაგებინეო. მერე რომ მომიკლა ბავშვი, მეუბნება, თუ გამოჩნდეს, გამაგებინეო", — იხსენებს დედა.
15 წლის ლუკას საქმე
15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა გასული წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.
პოლიციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მწვანე სკოლამ მიმართა, რომლის ტერიტორიაზეც გვიან ღამით არასრულწლოვანმა სხვადასხვა წარწერები დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს 15 წლის ლუკა სირაძემ გააკეთა, რომელიც მწვანე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.
საიას ინფორმაციით, დაკითხვაზე ლუკა სირაძე ყოფილ თანაკლასელს დააპირისპირეს და მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის შემდეგაც ის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბავშვი მშობელთან ერთად გამოკითხეს და ფსიქოლოგიური ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მათ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს. გამოძიებას სწორედ ის განყოფილება აწარმოებს, სადაც არასრულწლოვანზე, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურად იძალადეს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.
აღნიშნული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე იხილება.
ვინ არის მარიანა ჩოლოიანი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში.
ორგანიზაციის განცხადებით, გოგუაძე 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც საიაში ამბობენ, დასჯისა და აღიარებითი ჩვენების მოპოვებისთვის გოგუაძეზე იყო როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობა.
ორგანიზაციის განცხადებით, ჩოლოიანმა სასამართლოში ძალადობა უარყო. ამავე დროს, კი 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასათანადო მოპყრობა დადგენილად მიიჩნია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები