"ცოტათი ჩვენსავე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ ორას ადამიანზე, მაგრამ თბილისელები გვაპატიებენ ამას, რადგან დღეს ამ სკვერის ახალი სიცოცხლე იწყებ", — ასე მიმართა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კიკვიძის პარკში შეკრებილ მოქალაქეებს.

დღეს, 14 ივნისის გიორგი გახარია თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად განახლებული კიკვიძის პარკის გახსნას დაესწრო.

"მართლა გულს უხარია, რასაც დღეს აქ ვხედავთ. რა თქმა უნდა, თბილისში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბევრი ისეთი რაღაც გაჩნდა, რაც ჩვენს თვალს და გარემოს არ მოწონს, მაგრამ თბილისის მერია და თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ", — განაცხადა გიორგი გახარიამ.