ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა.

როგორც მმართველი პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, 14 ივლისს ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაში დისტანციურად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო.

ფოტო: ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძე 2016 წლიდან პარლამენტის დეპუტატია. 2019 წლის ივნისამდე ის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, თუმცა მას შემდეგ რაც მის სავარძელში რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ჩაჯდა და ამას მრავალათასიანი პროტესტი მოჰყავ, კობახიძეს პოსტის დატოვება მოუწია.