სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას თქმით, ფიქსირდება შემთხვევები, როცა საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეებზე იმაზე მეტ ინფორმაციას აგროვებენ, ვიდრე ეს კანონითაა დაშვებული. ამის შესახებ მან პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

თოლორაიას განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის მონაცემები სათანადოდ დაცული არაა და მესამე პირებს მათზე ხელი მიუწვდება.

"არის შემთხვევები, როდესაც ბავშვების მონაცემების გადაცემა, მათ შორის ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალები, რომლებიც დამონტაჟებულია ყველა სკოლაში, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაეცათ მესამე პირებს", — აღნიშნა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, რომ არასრულწლოვნების მონაცემების შენახვის ვადები გაწერილი არაა.