შენი ზაფხული აქ არის — ეს Myhome-ის ახალი გზავნილია, რომელიც შიდა ტურიზმის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. საქართველო მრავალფეროვანი ლანდშაფტით და კულტურით მიმზიდველია ნებისმიერი გემოვნების ტურისტისთვის.

"ვიზიტორს აქ შეუძლია მიიღოს ყველა ის შთაბეჭდილება და მოიწყოს თავგადასავალი, რასაც აქამდე სხვაგან ეძებდა, თუმცა მოგზაურობისთვის თუ უბრალოდ დასვენებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მარშრუტი კარგად დავგეგმოთ და ვიცოდეთ რა სერვისების მიღება შეგვიძლია სასურველ ლოკაციაზე, რაც საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება ვიზიტორებს ჩვენი წამოწყება.

ჩვენი მიზანი იყო ადგილობრივი ტურისტებისთვის გაგვემარტივებინა დასასვენებელი ადგილის მოძიების პროცესი და დავხმარებოდით მათ საქართველოში დაუვიწყარი მოგზაურობის დაგეგმვაში", — ამბობს MY.GE-ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი მურთაზ ფუტკარაძე.

პროექტი ხორციელდება Myhome-ისა და Visa-ს კოლაბორაციით, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას და დაეხმარება ადგილობივ ბიზნესებს მიმდინარე კრიზისიდან სწრაფად გამოსვლაში.