ლელოს 28-ე რაიონული ორგანიზაცია ხულოში გაიხსნა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ ლელო საქართველოსთვის ხულოში რიგით 28-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა. გახსნის ცერემონიას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. პარტიის წევრებმა ხულოში გამართეს შეხვედრა ადგილობრივებთან. მათ მოსახლეობასთან ერთად ხულოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და რაიონის განვითარების გეგმაზეც იმსჯელეს. ლელო საქართველოსთვის ხულოს გუნდს ლევან აბულაძე უხელმძღვანელებს.
"მმართველმა გუნდმა დღეს ისიც ვერ მოახერხა, რომ მსოფლიოში წყლით მდიდარი ქვეყნის სოფლებს სასმელი წყალი არ აქვს. ეს არის მთავრობა, რომელმაც ეკონომიკა გააჩერა და ხალხი ლუკმა-პურისთვის უცხოეთში გაუშვა. ეს არის კლანი, რომელიც "მოაჯდა" ჩვენს ქვეყანას და წინასაარჩევნოდ ჩვენივე ფულით თვალთმაქცურად იწყებენ გზების გაკეთებას, რომ მერე ისევ გადათხარონ და ოლიგარქებმა და ტენდერებში მონაწილეებმა ფული იშოვონ. ეს ცხოვრება ასე არ გაგრძელდება და ჩვენ ამას დავასრულებთ, მე ამას გპირდებით, რადგან მე არ მინდა დაცარიელებული ქვეყნის ყურება", — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
"ჩვენ ამოვედით ხულოში იმისათვის, რომ შევცვალოთ ეს გაუსაძლისი მდგომარეობა, რომელიც აქ და მთელ ქვეყანაშია, შევცვალოთ უიმედობა, ადამიანებს ვანახოთ გამოსავალი არსებული კრიზისიდან, იმისათვის, რომ ამ არაჩვეულებრივ პატრიოტებს, რომლებიც აქ დგანან, აქ იცავენ საქართველოს თავისუფლებას თავიანთი შეუპოვრობით, ვუთხრათ, რომ ისინი არიან ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი ძალა. უნდა შევცვალოთ ის ვითარება, როდესაც აქაურები მიდიოდნენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ და ახლა არიან სასოწარკვეთილი იმიტომ, რომ ვეღარ ახერხებენ საზღვარზე გადასვლას. ჩვენ მათ აქ უნდა მივცეთ დასაქმების საშუალება, ჩვენ აქ უნდა შევუქმნათ შესაძლებლობები და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები, ხულოელები, მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლები იმსახურებენ სრულ ყურადღებას სახელმწიფოსგან, იმსახურებენ იმას, რომ ჩვენ დავაფასოთ ის შრომა, რომელსაც ისინი ეწევიან და ეს არის სარკმელი ჩვენი ქვეყნის", — აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
"ადამიანებს, რომლებსაც შრომის მეტი არაფერი გაუკეთებიათ თავიანთ ქვეყანაში, დღეს შრომის უფლებას აღარ აძლევენ და ეს უნდა შევცვალოთ. ახალგაზრდები ჩვენი წინამორბედების გვერდით უნდა დავდგეთ და უნდა შევძლოთ, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, მან თქვას თავისი სიტყვა მსოფლიოში", — აცხადებს ლევან აბულაძე.
"ხულო არის ღირსებასთან და თავისუფლებასთან ახლოს მდგომი რაიონი, სადაც სიტყვას ყველაზე დიდი ფასი აქვს. ჩვენ ვაპირებთ, ქართულ პოლიტიკაში დავამკვიდროთ მთიელებისთვის კარგად ნაცნობი სიტყვის ფასი. ხულო არის კუთხე, რომელიც ზრდის ყველაზე კარგ მოსწავლეებს, ბათუმსა და თბილისში ჩემ გარშემო ყველაზე წარმატებული მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ და მე მათით ვამაყობდი, ამიტომ ჩვენ უნდა შევუწყოთ ამ ადამიანებს ხელი, რომ ღირსეულად იცხოვრონ. სწორედ ამ კუთხიდან უნდა დავიწყოთ საქართველოს გამდიდრება, საქართველოს გაერთიანება", — აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
"ქართული ოცნება ბოლო 8 წელია, გაჩერების ხანაში გვაცხოვრებს, მათ უკვე გააკეთეს თავისი გასაკეთებელი, თუმცა დავინახეთ, რომ წინ არ წაუწევიათ ქვეყანა. ამიტომ ახალი პოლიტიკური ცენტრის გარშემო პატრიოტები ვდგებით და ვირაზმებით, ახალი ბედნიერი და მდიდარი საქართველოს ასაშენებლად", — აცხადებს თაზო დათუნაშვილი.
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
კომენტარები