Twitter-ზე საეჭვო ქართული ანგარიშები გამოჩნდა
ანტიდასავლურმა ქართველმა აქტორებმა ტვიტერზე გადაინაცვლეს და უამრავი საეჭვო ანგარიში უკვე შექმნეს.
მას შემდეგ, რაც აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ადამ კინზინგერმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული ღირებულებების დაუცველობისთვის გააკრიტიკა, ტვიტერის საეჭვო ანგარიშებმა კონგრესმენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი ანგარიში დიდი ალბათობით დაკავშირებულია ფეისბუქ გვერდთან, ანტილიბერალური დოქტრინა, რომელიც თავის მხრივ ანტი დასავლურ, ანტი ოპოზიციურ და პრორუსულ ნარატივს ავრცელებს.
DFRLab-მა აქამდე უკვე განიხილა საქართველოში არსებული რადიკალური მემარჯვენე და პროსახელისუფლებო აქტორების გავლენა ფეისბუქზე, რომელიც ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. როგორც ჩანს, აღნიშნული აქტორები სტრატეგიას აფართოებენ და ტვიტერზეც გადადიან. იმის მიუხედავად, რომ პლატფორმა საქართველოში მომხმარებლების ნაკლებობას განიცდის, ტვიტერს ქვეყნის საჯარო დისკურსში რელევანტურობა ეზრდება. საერთაშორისო საზოგადოება სწორედ მისი საშუალებით აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას მოუწოდებს. აღნიშნული ანტიდასავლური აქტორების სამიზნეს საქართველოს ნაცვლად საერთაშორისო აუდიტორია წარმოადგენს, რათა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოში მიმდინარე პროცესები დადებითად წარმოაჩინონ და შექმნან წარმოდგენა, თითქოს ოპოზიცია სიტუაციას ხელოვნურად აზვიადებს.
აღნიშნული ანგარიშების გამოჩენა, რომელთა ნაწილი აშკარად ყალბია, წინ უძღვის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 2020 წლის ოქტომბერშია ჩანიშნული. მაშინ, როცა ქვეყანა უკვე ისედაც საკმარისად პოლარიზებულია, რადიკალური მემარჯვენეების გამოჩენა დაპირისპირების რისკს ზრდის.
ქართული ანგარიშების გააქტიურება ტვიტერზე
StatCounter-ის მიხედვით, საქართველოში ტვიტერს მოსახლეობის 10% იყენებს. ფეისბუქის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 50%-ს სცდება. DFRLab-მა დეზინფორმაციის კამპანიის სხვადასხვა შემთხვევები, როცა სამიზნე ფეისბუქზე საქართველოს მოსახლეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ იყო, უკვე მიმოიხილა.
იმის მიუხედავად, რომ ქართველები ტვიტერს ფეისბუქზე უფრო ხშირად იყენებენ, ამერიკელი პოლიტიკოსები და ევროპელი ოფიციალური პირები საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს სწორედ ტვიტერის პლატფორმით ეხმიანებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ. მათ გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა დაპირებული დემოკრატიული რეფორმების შეუსრულებლობაში, აქედან მიმართავენ ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიასა და საერთაშორისო თანამეგობრობებს. ტვიტერზე გაჟღერდა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე, პლატფორმაზე განიხილავდნენ Facebook-ის გადაწყვეტილებას ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშების წაშლაზე.
21 იანვარს, აშშ-ს კონგრესმენმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა ტვიტერზე შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მთავრობის "პოლიტიკურ მიზნებსა" და "ეკონომიკური განვითარების ტენდენციის დაცემის" შესახებ. მან აღნიშნა, რომ კონგრესის დეპუტატთა ორმხრივმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა.
ტვიტის გამოქვეყნებიდან მალევე, ანგარიშებმა, რომლებსაც ქართული სახელები ჰქონდა, კონგრესმენი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და საქართველოს ოპოზიციურ პარტიებთან კავშირში დაადანაშაულა.
ერთ-ერთი ანგარიში, რომელიც ამ შინაარსის ტვიტებს ავრცელებდა, წარმოდგენილი იყო, როგორც ბაქარი (ბექა) ვარდოსანიძე, რომელიც MDF-ის მიხედვით ასევე არის ანტილიბერალური დაჯგუფების, ქართული მარშის წევრი და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, რადიკალური მემარჯვენე აქტივისტი. ის საკმაოდ აქტიურია ფეისბუქზე და ცნობილია თავისი ანტილიბერალური განცხადებებითა და სიძულვილის ენის გამოყენებით.
კინზინგერის ტვიტთან ინტერაქციის შემდეგ, ვარდოსანიძის ანგარიშზე დაიწერა, რომ ის პლატფორმაზე კიდევ უფრო აქტიური გახდება. მისი ანგარიში 2010 წელსაა შექმნილი, მაგრამ იგი 2020 წლის დასაწყისამდე მას აქტივობები არ ჰქონია. ვარდოსანიძის ფეისბუქის პირადი პროფილი ასევე დაკავშირებულია აღნიშნულ ტვიტერის ანგარიშთან.
დანარჩენი ორი ანგარიში, რომლითაც კინზინგერი გააკრიტიკეს, ქალებად იდენტიფიცირდება და 8-ნიშნა რიცხვი მოჰყვება. ისინი 2020 წლის იანვარშია შექმნილი და ძალიან ცოტა გამომწერი ჰყავს.
ერთ-ერთმა ანგარიშმა, @Pikria99437631, შექმნიდან მხოლოდ სამჯერ დატვიტა, სამივე ტვიტი კინზინგერის კრიტიკას ეხმაურებოდა.
ხოლო მეორე, @ninonin56919210, უმეტესად ანტიოპოზიციურ და პროსახელისუფლებო კონტენტს ავრცელებს.
ასევე საინტერესოა ტვიტერზე 2020 წელს დარეგისტრირებული ანგარიში @IRAKLI22414771, რომელსაც ე.წ. ქავერ ფოტოზე მწვანე ასოებით ქართულად აწერია ანტილიბერალური დოქტრინა.
ანტილიბერალური დოქტრინა ტვიტერზე გადადის
@IRAKLI22414771-ის ტვიტები ორ სხვა ტვიტერის ანგარიშს აქტიურად გადააქვს თავის ტვიტერზე. ერთი ინგლისურენოვანია, ხოლო მეორე — ქართული. ორივეს სახელი ანტილიბერალური დოქტრინაა და ორივე მათგანი 2020 წლის იანვარშია შექმნილი.
ტვიტერის ეს ანგარიშები, როგორც ჩანს, უკავშირდება ფეისბუქის იმავე სახელწოდების გვერდს, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდებოდა @IRAKLI22414771-ს. ფეისბუქგვერდი ანტილიბერალური დოქტრინა ჩვეულებრივ ანტიდასავლური შინაარსის განცხადებებს ავრცელებს და არც ქართული ოპოზიციური პარტიების "გაშავებას" ერიდება. ისევე როგორც შინაარსს, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში. ფეისბუქგვერდის გარეკანი და @IRAKLI22414771-ის ტვიტერის ე.წ. ქავერ ფოტო ერთმანეთის ანალოგიურია, წარწერით ანტილიბერალური დოქტრინა და ფონზე ფოტოთი, რომელშიც მერკელი და პუტინი ერთმანეთს ხელებს ართმევენ.
ფეისბუქგვერდმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოქალაქე ირაკლი ჯანყარაშვილი საკუთარ თავს გვერდის ავტორად ასახელებს.
როგორც ტვიტერზე გამოქვეყნებული პროფილის ფოტოდან ირკვევა, იგივე ადამიანია @IRAKLI22414771-ც.
როგორც ჩანს, ფეისბუქის მომხმარებელი, რომელიც აქტიურად ავრცელებდა ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ ნარატივს, ტვიტერზე მინიმუმ სამი განსხვავებული ანგარიშით გადავიდა.
უმოქმედო ანგარიშები
როგორც ტვიტერის ანალიტიკის ხელსაწყო Tweetbeaver-მა აჩვენა, @IRAKLI22414771 დაახლოებით 70 საეჭვო ანგარიშის გამომწერია. ანგარიში ასევე მიჰყვება რამდენიმე პოლიტიკოსსა და ახალი ამბების გამოცემებს.
ამ ანგარიშების დიდი ნაწილი 2020 წლის იანვარსა და თებერვალშია შექმნილი. მათ იუზერნეიმებს რვანიშნა რიცხვები მოჰყვებათ, რაც ბოტებისთვის დამახასიათებელი ქცევაა. უფრო მეტიც, ტვიტერზე მათი აქტივობის მაჩვენებელი თითქმის ნულს უტოლდება, ასევე ნულთან მიახლოებულია მათი გამომწერების რაოდენობაც.
იმის გამო, რომ ამ ანგარიშებს უკიდურესად მინიმალური აქტივობები აქვთ, რთულია იმის განსჯა, თუ რა იყო მათი შექმნის მიზანი. თუმცა, შექმნის თარიღების ანალოგია, არააქტიურობა და ტვიტერის სახელების პატერნი ვარაუდის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ისინი ბოტების ახალი ქსელის "წარმომადგენლები" არიან.
გავლენის სურვილის მქონე ანგარიშების მიმდევრებად ბოტების ყოლა ტვიტერზე ჩვეულებრივი ამბავია, რომლებიც შემდეგ თავადაც ხდებიან მათი გამომწერები. ქმედება ცნობილია, როგორც ე.წ. followback. თეორიულად, ეს შეიძლება ხსნიდეს, თუ რატომ არის @IRAKLI22414771 ამ საეჭვო და უმოქმედო ანგარიშების გამომწერი. ამ დროისთვის, აღნიშნული ანგარიშები @IRAKLI22414771-ის ტვიტერის ანგარიშს არ იწერენ, რაც კიდევ უფრო აჩენს კითხვას, თუ რატომაა თავად @IRAKLI22414771 მათი გამომწერი.
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სტატია მოამზადა DFRLab-მა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თარგმანი ეკუთვნის On.ge-ს. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან DFRLab და On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
კომენტარები