ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილის მძღოლი შვიდ ქვეითს დაეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.