1985 წლის 13 ივლისს მუსიკის ვარსკვლავებით დახუნძლული საქველმოქმედო Live Aid კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ერთდროულად ჩატარდა ლონდონში, უემბლის სტადიონზე, რომელსაც 72 000 ადამიანი დაესწრო, და ფილადელფიაში, ჯონ ფ. კენედის სტადიონზე, სადაც დამსწრეთა რაოდენობა ზუსტად 89 484 ადამიანს შეადგენდა.

ბობ გელდოფისა და მიჯ იურის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ეთიოპიის მოსახლეობის ფინანსურ მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ლონდონის სცენაზე ისეთი დიდი შემსრულებლები და ჯგუფები წარდგნენ, როგორებიც არიან Status Quo, ელვის კოსტელო, U2, დევიდ ბოუი და, რა თქმა უნდა, Queen თავისი საკულტო 21-წუთიანი სეტით.

ჯგუფის სოლისტი ფრედი მერკური სცენაზე დომინირებდა Queen-ის ისეთი ლეგენდარული სიმღერებით, როგორებიცაა We Are the Champions, Bohemian Rhapsody და Radio Ga Ga.

შოუს 35 წლის იუბილეს პატივსაცემად, კიდევ ერთხელ იხილეთ მუსიკის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ-კონცერტი: