აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული საქართველოს მოქალაქე. ისინი გმობენ რუსი სამხედროების მიერ დაჭრის ფაქტს და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ. ამის შესახებ პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა დატვიტა.

ოკუპანტებმა კაცი 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, ლია გიგაურის ინფორმაციით, ის ახალგორის საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.