დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

StopCov-ის ვებგვერდის თანახმად, კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარიან ეზუგბაიას თქმით, ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია და ინფიცირებულები სატვირთო მანქანების მძღოლები არიან.

სულ კორონავირუსის 999 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 870 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 15 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 001 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 219. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 31 ადამიანი გადმოიყვანეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: