ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოებისა პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას გმობს.

"ვგმობთ თურქეთის გადაწყვეტილებას, მსგავსი სიმბოლური კულტურული ძეგლი გადააქციოს მეჩეთად. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად წარმოშობს უნდობლობას, ხელს შეუწყობს რელიგიურ თემებს შორის დაყოფას და შეაფერხებს ჩვენს ძალისხმევას, რომელიც დიალოგისა და თანამშრომლობისკენაა მიმართული", — ამბობს ბორელი.

ის თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადახედოს გადაწყვეტილებას.

აია სოფია ბიზანტიელი იმპერატორის, იუსტინიანე პირველის მიერ მე-6 საუკუნეში აშენდა როგორც ქრისტიანული ტაძარი. მოგვიანებით მეჩეთად გადააკეთეს. ბოლო დრომდე მუზეუმის სტატუსს ატარებდა.

10 ივლისს თურქეთის სასამართლომ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება და მისთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭება დასაშვებად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, იმავე დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ამ განკარგულებას ხელი მოაწერა.