ზუგდიდის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში 15-16 წლის მოზარდს ეძებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბიჭი საქონელს მწყემსავდა და მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე უნდა გადასულიყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, მაგრამ ძებნის პროცესს ადიდებული მდინარე ართულებს. მათივე თქმით, თუ საჭირო გახდა, დილიდან ადგილზე დამატებითი ჯგუფი მობლიზდება.