პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული მოქმედი პრეზიდენტი ანდჟეი დუდა გახდა.

ნაციონალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დუდამ არჩევნების მეორე ტურში ხმების 51.2 პროცენტი მიიღო და ამით მისი მეტოქე, ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი დაამარცხა.

კომუნიზმის შემდეგ, 1989 წლიდან მოყოლებული, დამოუკიდებელი პოლონეთის ისტორიის მანძილზე ჩატარებულ არჩევნებ შორის, დუდამ ხმების ყველაზე დაბალპროცენტიანი სხვაობით გაიმარჯვა.

არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ევროკავშირთან პოლონეთის დაძაბული ურთიერთობის მომავალი იყო.

ანჟეი დუდა ნაციონალისტური კანონითა და სამართლით მართულ მთავრობას უკავშირდება. მისი მეტოქე რაფალ ტრჟასკოვსკი კი სოციალ ლიბერალია, რომელმაც ხმების 48.79 პროცენტით დუდას წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო.