პოლიციამ Glee-ის მსახიობ ნაია რივერას ცხედარი იპოვა
სულ ახლახანს დადასტურდა, რომ ცნობილი ამერიკელი მსახიობის ნაია რივერას ცხედარი რამდენიმედღიანი ძიების შემდეგ 13 ივლისს სამხრეთ კალიფორნიის შტატში მდებარე ტბაში იპოვეს.
რაიან მერფის მუსიკალურ სერიალ Glee-ს მსახიობი გასულ ოთხშაბათს, 8 ივლისს გაუჩინარდა, როცა თავის 4 წლის შვილთან ერთად ტბა პირუში დაქირავებული ნავით გავიდა. მცირეწლოვანი ბავშვი ნავზე მარტო იპოვეს და როგორც მან სამართალდამცავებს განუცხადა, საცურაოდ წავიდნენ, დედა კი უკან აღარ დაბრუნებულა.
პოლიცია 4 დღის განმავლობაში ეძებდა ნაიას და ვარაუდობდნენ, რომ ის წყალში დაიხრჩო.
ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტბა პირუში ცხედარი იპოვეს, თუმცა გარდაცვლილის ვინაობას არ ასახელებდნენ. სულ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კი დადასტურდა, რომ ტბაში სწორედ 33 წლის მსახიობის სხეული იპოვეს.
როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პირველადი დათვალიერების შედეგად არ გამოვლენილა რაიმე სამხილი, რომ ნაიას გარდაცვალება "განზრახ მკვლელობით ან თვითმკვლელობითაა გამოწვეული".
ნაია რივერამ მსახიობობა 4 წლის ასაკში დაიწყო: ის CBS-ის სიტკომში The Royal Family თამაშობდა. განსაკუთრებული პოპულარობა მუსიკალურმა სერიალმა Glee მოუტანა, რომელშიც 2009 წლიდან 2015 წლამდე სანტანა ლოპესის როლს ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ სერიალის მსახიობის შესახებ სამწუხარო ამბავს ვიგებთ: 2013 წელს შოუში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, კორი მონტეიტი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს; მარკ სელინგმა კი, რომელიც ნოა პაკერმანის როლს ასრულებდა, ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის გამო დადანაშაულების შემდეგ 35 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები