ლელო საქართველოსთვის ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, იმ აბიტურიენტის გამოცდებიდან მოხსნა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტრდა, უსამართლობაა.

"მე მხარს ვუჭერ ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერალს ანა ონიანს, რომელიც წელს კონსერვატორიაში ჩაბარებას აპირებდა. მან ვოკალის განხრით უკვე აიღო 98 ქულა და რამდენიმე გამოცდა აშორებდა თავის ნატვრას. სამწუხაროდ, ანას დაემართა Covid-19 და სახელმწიფომ, უბრალოდ, ჩახსნა ეროვნული გამოცდებიდან. ეს არის დიდი უსამართლობა. მხოლოდ იმიტომ, რომ 4 თვის განმავლობაში სახელმწიფომ ვერ შექმნა სწორი მექანიზმი, რომლითად პოტენციურად კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტები ან ონლაინ გავიდოდნენ გამოცდაზე ან შესაძლებელი გახდებოდა მათთვის გამოცდის გადადება, ამის გამო იჩაგრება აბიტურიენტი და ვერ ახერხებს თავის ნიჭის რეალიზებას. ეს არის დიდი უსამართლობა და სახელმწიფოს სირცხვილი, რომ ვერ შექმნა ელემენტარული მექანიზმი, რადგან ვიცოდით, რომ გამოცდების ჩატარება მოგვიხდებოდა კოვიდის ფონზე", — განაცახადა გრიგოლ გეგელიამ.