ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას — ასოცირების შეთანხმების ანგარიშის შესწორება
საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშში შეტანილ შესწორებებში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე.
ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩუსი, ილჰან კიუცჰიუკი, ურმას პაეტი, დრაგოს ტუდორაქე, ჯავიერ ნარტი, ნატალი ლუსიუ, მალიკ აზმანი და ბარტ გრუტისი შეშფოთებას გამოხატავენ ბოლო პერიოდში ოპოზიციონერთა წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეების გამო:
"მოვუწოდებთ დამოუკიდებელი მედიის მფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ, რაც 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. მოვუწოდებთ საქართველოს, პატივი სცეს სასამართლო დამოუკიდებლობის უმაღლეს სტანდარტებსა და სამართლიან მართლმსაჯულებას, როგორც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას".
ანგარიშის 46-ე შესწორებაში, ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა, ჰერმან ტეტრში, კოსმა ზლოტოვსკი და იაცეკ სარიუშ-ვოლსკი მიესალმებიან მთავარი პოლიტიკური პარტიების მხრიდან 8 მარტის შეთანხმებაზე ხელმოწერას. ისინი დადებითად აფასებენ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას პრეზიდენტის მხრიდან და წერენ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 მარტის მემორანდუმის შესრულებისთვის:
"მოუთმენლად ველით, როდესაც საქართველოს პარლამენტი მომდევნო კვირებში მუშაობას განაახლებს, შეთანხმებული საარჩევნო სისტემა შეიცვლება და გათავისუფლდება ნოემბერში დაკავებული მედიის მფლობელი, გიორგი რურუა".
52-ე შესწორებაში ევროპარლამენტარი ანდრეი ჰალიცკი მიესალმება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას პრეზიდენტის მიერ. წერს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა სრულად შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, მათ შორის, სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩაურევლობა.
ანგარიშის 66-ე შესწორებაში, ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიანე, სანდრა კალნიეტე და მირიამ ლექსმანი ხაზს უსვამენ მედიის თავისუფლების მნიშვნელობას, რაც უნდა ითვალისწინებდეს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარ წვდომას მედიაზე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, პლურალისტურ და არადისკრიმანაციულ გაშუქებას საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებისთვის.
შესწორებაში ხაზგასმულია დამოუკიდებელი, პლურალისტური მედიალანდშაფტი, რომელიც თავისუფალი იქნება მთავრობის ან სხვა სახის ჩარევისაგან.
"გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას, რომ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებზე არის ზეწოლა, კერძოს მათი მფლობელების მიმართ წარმოებულია სისხლის სამართლის საქმეები (ნიკა გვარამია, მთავარი არხი), დაკავებულია არხის თანამფლობელიც, გიორგი რურუა; ფულის გათეთრების საქმეში ბრალდებულია TV პირველის მფლობელის მამა, ავთანდილ წერეთელი; გათავისუფლებული ან გადაყენებულები არიან კრიტიკული ჟურნალისტები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან".
79-ე შესწორებაში ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიანე, სანდრა კალნიეტე და მირიამ ლექსმანი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყდეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ან ნებისმიერი უკანონო ზეწოლა ოპოზიციურ ლიდერებზე.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები