კარანტინის დროს ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა ჩაატარა კონკურსი "დარჩი სახლში — დაეხმარე ვიკიპედიას", რომლის მიზანი ქართულ ვიკიპედიაში თემატური (ისტორია, გეოგრაფია, პოლიტიკა) სტატიების შექმნა და არსებული სტატიების გაუმჯობესება იყო.

კონკურსი ქართულენოვან ვიკიპედიაში წარიმართა და მონაწილეებს შეეძლოთ, შეექმნათ ან გაეუმჯობესებინათ სტატიები ისტორიის, გეოგრაფიისა თუ პოლიტიკის შესახებ. მაისის თვეში ქართულ ვიკიპედიაში მიმდინარე კონკურსის "დარჩი სახლში — დაეხმარე ვიკიპედიას" ფარგლებში, ქართულ ვიკიპედიაში 17 კონკურსანტის მიერ შეიქმნა 229 ახალი სტატია და 24 სტატია გაუმჯობესდა.

ყველაზე მეტი ქულის მქონე 5 კონკურსანტი დაჯილდოვდება ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის დაწესებული პრიზებით. კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

I ადგილი: ლაურა გოტიაშვილი

II ადგილი: AlexLeviathan

III ადგილი: AkakiBalanchivadze

IV ადგილი: Ditoneurosurgent

V ადგილი: Vano3333

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი (შემოკლებით ვმ საქართველო) არის ოფიციალურად რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს ფონდ ვიკიმედიის მომხმარებელთა ჯგუფს. ფონდი ვიკიმედია აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს და მართავს ვიკიმედიის პროექტებს.

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი შეიქმნა 2015 წელს საქართველოში მცხოვრები ვიკიმედიის პროექტების აქტიური წევრების მიერ, რომლებიც ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებების ორგანიზებითა და მონაწილეობით არიან დაინტერესებულნი.

დაარსების დღიდან ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა უამრავი სხვადასხვა კონკურსი და ღონისძიება ჩაატარა ვიკიპედიისა და ფონდ ვიკიმედიის სხვადასხვა პროექტების პოპულარიზების კუთხით.