ბევრს ეწევიან — მამუკა მდინარაძე გირჩის მიერ Tesla-ს გათამაშებაზე
პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გირჩის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა. მისი შეფასებით პარტიაში "ბევრს ეწევიან".
"რასაც თქვენ [ჟურნალისტები] მიყვებით, ერთადერთი დასკვნა შემიძლია გამოვიტან, რომ ბევრი მოწიეს, როგორც ჩანს. არის თუ არა მოსყიდვა, ამაზე შემდეგ ვიმსჯელოთ, როცა რეალურად შეუდგებიან საქმეს და ვთქვათ, თუ რამდენად შეიცავს ის კონკრეტული ქმედების ნიშნებს, რაც არ ჯდება კანონში. ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები ბევრს ეწევიან და სჯობს, ცოტა მოუკლონ", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პოლიტიკური პარტია გირჩი აცხადებს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში არჩევნებზე მისული მოქალაქეებისთვის Tesla-ს მანქანას გაათამაშებს. პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ინიციატივას ამომრჩევლის მოსყიდვასთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა სამოქალაქო სექტორში საპირისპიროს ფიქრობენ.
როგორც პროექტის პრეზენტაციაზე ჯაფარიძემ თქვა, მნიშვნელობა არ ექნება, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემს ამომრჩეველი ხმას.
ჯაფარიძის განცხადებით, გათამაშების მიზანი ამომრჩევლის წახალისებაა, რათა ისინი არჩევნებზე მივიდნენ. როგორც მან განმარტა, Tesla-ს მანქანის ყიდვას ისინი იმ ფულით აპირებენ, რომელსაც პარტია პარლამენტში შესვლის შემთხვევაში სახელმწიფოსგან მიიღებს.
როგორც პარტიის ვებგვერდზეა აღნიშნული, Tesla-ს პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცესკოს ამომრჩეველთა ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს სასურველ პარტიას მისცემს ხმას. მონაწილეობის მისაღებად მოქალაქემ საარჩევნო უბნის დატოვებისას ფოტო უნდა გადაიღოს და შესაბამისი ჰეშტეგით ფეისბუქზე გამოაქვეყნოს.
"რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს გირჩი არჩევნებზე, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, შესაბამისად მომდევნო 4 წლის განმავლობაში მეტი Tesla-ები გათამაშდება, მაგალითად: 50 000 ხმის მიღების შემთხვევაში გირჩი წელიწადში 5 Tesla-ს, 4 წელიწადში კი, 20-ს გაათამაშებს", — ნათქვამია ვებგვერდზე.
აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში გირჩმა Tesla-ს ბევრი მანქანა გაათამაშოს, მას ბევრმა მოქალაქემ უნდა მისცეს ხმა. სწორედ ამიტომ, On.ge დაინტერესდა, შეიძლება თუ არა პარტიის ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვა იყოს.
ზურაბ ჯაფარიძე ამ აზრს არ ეთანხმება და ამის არგუმენტად მოჰყავს ის, რომ ინიციატივა მხოლოდ გირჩის ამომრჩეველზე არ არის გათვლილი და ყველას ეხება. როგორც ჯაფარიძე On.ge-სთან ამბობს, მნიშვნელოვანია შემდეგი მოწვევის პარლამენტში არსებული პოლიტიკური განწყობები მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი.
"ეს არჩევნები პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას მეორე ვადა ეწურება. გარდა ამისა, ახალი საარჩევნო სისტემით ტარდება, რომელიც თითქმის პროპორციულია და ჩვენ გვინდა, მომავალ პარლამენტში საქართველოს მოქალაქეებში არსებული პოლიტიკური განწყობები მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი. ამიტომ, რაც მეტი ადამიანი მივა, მით უფრო წარმოდგენილი იქნება ეს განწყობები", — აღნიშნავს ჯაფარიძე.
გირჩის გათამაშებაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ხედავს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე. მიუხედავად იმისა, რომ გათამაშება მხოლოდ გირჩის ამომრჩეველზე არაა მიმართული, ნიჟარაძე განმარტავს, რომ ამომრჩევლის ფინანსურ დაინტერესებასთან გვაქვს საქმე.
"მაინც შეიძლება შეიცავდეს ეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ვინაიდან გათვლილია იმაზე, რომ რაღაც ფინანსური დაინტერესებით გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. და რადგან გირჩი ჰპირდება ამას, არ არის გამორიცხული, ამომრჩეველმა ვალდებულად ჩათვალოს თავი, რომ სწორედ ამ პარტიას დაუჭიროს მხარი", — აღნიშნავს ნიჟარაძე On.ge-სთან.
ამასთან, ISFED-ის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი მოწოდებები პოლიტიკური კულტურის შექმნისთვის კარგი არ არის და დაბალი სტანდარტია, რადგან ეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს არ შეუწყობს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები