ლელომ შუახევში რიგით 27-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა
პოლიტიკურმა პარტიამ ლელო საქართველოსთვის შუახევში რიგით 27-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა.
გახსნის ცერემონიას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. შუახევში დღესვე, 13 ივლისს, გაიმართა დიდი შეხვედრა ადგილობრივებთან. მათ მოსახლეობასთან ერთად შუახევში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და რაიონის განვითარების გეგმაზეც იმსჯელეს. პარტიის შუახევის გუნდს ზვიად დიასამიძე უხელმძღვანელებს.
"პრობლემა არის თითქმის იდენტური ყველგან, ადამიანები მიდიან სხვა ქვეყანაში სარჩო-საბადებლის საძებნელად. ეს რეალობა ჩვენ უნდა შევცვალოთ და დავუბრუნოთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ქართველები თავიან მიწას და მივცეთ მათ საშუალება, რომ აქ ჰქონდეთ პერსპექტივა და სამუშაო ადგილები, გამოკვებონ თავიანთი ოჯახი, რათა ფეხზე დადგნენ ღირსეულად. ეს არის ლელოს მისია, შუახეველებს კი მადლობა ამ არაჩვეულებრივი და გულწრფელი დახვედრისათვის", — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
"ლელოს დროშა აღვმართეთ შუახევის რაიონში. არაჩვეულებრივ, ულამაზეს რაიონში, სადაც ცხოვრობენ შრომისმოყვარე, გამრჯე და პატრიოტი ადამიანები, სადაც ჩვენ აუცილებლად შევძლებთ პრეცედენტის შექმნას, რომ აქაური გლეხი აღარ წავიდეს რაიონიდან, პირიქით, ვინც წასულია, ის დაბრუნდეს, რადგან შუახევის დაცარიელება ეს არის ჩვენი ქვეყნის დაცარიელება. რეგიონს აქვს უდიდესი პოტენციალი, საკურორტო ზონის სახით, ჩირუხის მთა, რომელიც ცნობილია, და ჩირუხის მთაზე უნდა ვნახოთ გამართული, თანამედროვე კურორტი, რომელიც იქნება სამაგალითო აჭარისთვის", — ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
"ლელო თითოეული მოქალაქის სახლში უნდა შევიდეს იდეებით, ვისაუბროთ არა მხოლოდ პრობლემებზე, არამედ მისი გადაწყვეტის გზებზე. ჩვენი უმთავრესი მიზანია, დავაბრუნოთ სიცოცხლე და ემიგრაციაში წასული ადამიანები ჩვენს ულამაზეს მხარეებში, რადგან უპატრონოდ არ უნდა დარჩეს ჩვენი მხარეები და უპატრონო ეკლესიას ეშმაკები არ უნდა დაეპატრონონ. ამისთვის მოვედით ახალგაზრდები და აუცილებლად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე", — თქვა ირაკლი კუპრაძემ.
"ყველა არჩევნები გზის გასაყარია. ადგილობრივებთან საუბრისას მათ აინტერესებდათ, სხვა ქალაქებში და კუთხეებში რა იგრძნობა, მე კი ვუპასუხე, რომ 2003 და 2012 წელს რაც იგრძნობოდა, ის. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლების შეცვლის ქარი უბერავს ყველა ქალაქში და ამას ყველა ვგრძნობთ. ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ უკეთესით უნდა შეიცვალოს, რადგან სხვა შემთხვევაში ექნება მოკლევადიანი ეფექტი. მე ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებმაც შექმნეს ლელო და გადადგეს სახელმწიფოებრივი ნაბიჯი. მეც მათ გვერდით დავდექი და მიხარია, რომ ბევრმა ახალგაზრდამ გააკეთა ეს არჩევანი", — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
"მიხარია, რომ ლელო კიდევ ერთხელ აწევს გამარჯვების დროშას შუახევიდან, მხარეში, რომელსაც ბევრი რამის თქმა შეუძლია და ქვეყნის აღორძინების პროცესში დიდ როლს ითამაშებს. მადლობა ყველა თქვენგანს, რომ ჩვენთან ერთად დგახართ იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ტყუილსა და უიმედობაში გვაცხოვრებს. მათ მოშალეს ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სფერო, ქვეყანაში გაღრმავდა კორუფცია და ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას ვეუბნებით არას, იმიტომ რომ ჩვენი ოცნებაა გაერთიანებული საქართველო, რომელიც არავის გავლენის ქვეშ არ იქნება. ასეთი საქართველოს ასაშენებლად კი ყველანი ერთად შევიკრიბეთ ლელოში", — თაზო დათუნაშვილი.
"პოლიტიკა საკმაოდ რთულია, მაგრამ აქვს ერთი დადებითი: მას შეუძლია, მოგახვედროს ისეთ ადგილებში და გაგაცნოს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ისე ვერ გაიცნობდი, და მე მადლიერი ვარ ამის, რადგან აღმოვჩნდი შუახევში და ჩემი გული აქ დარჩა, რადგან გავიცანი არაჩვეულებრივი ხალხი. ერთ რამეზე მწყდება მხოლოდ გული, რომ დღეს ისევ ვსაუბრობთ შიშზე. ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ შიში ისევ დაგვრჩა. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს შიში მოქალაქეების და არა პირიქით, რადგან მხოლოდ მოქალაქეებს აქვთ არჩევანის გაკეთების უფლება. დღევანდელ ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ ნუ დაელოდება იმას, რომ ხალხის პროტესტი ხალხის რისხვაში გადაიყვანოს. მე ყველა პარტიის ოპოზიციაში ვიყავი, თუმცა [ისინი] მტრებად არ მიმაჩნიან, რადგან თავად გადააქცევენ ხოლმე საკუთარ თავს მტრებად, მახინჯ სისტემას თავის თავს მოარგებენ და ქვეყნის ტვირთები ხდებიან. ჩვენ ეს ტვირთი უნდა გამოვცვალოთ", — ფიქრია ჩიხრაძე.
"სამწუხაროდ, ახალგაზრდები ტოვებენ ჩვენს ქვეყანას, რადგან აქ პერსპექტივას ვეღარ ხედავენ. ჩვენ ეს რეალობა უნდა შეცვალოთ, ეს რეალობა, რომელიც ქართული პოლიტიკის მამოძრავებელ ძალად გადაიქცა. ჩვენ ქართული პოლიტიკა უნდა გავწმინდოთ ამ ტყუილისგან, რათა ადამიანებს შეგვეძლოს, ერთმანეთს თვალებში შევხედოთ, სიტყვა ვუთხრათ და ეს იყოს უზენაესი ღირებულება", — თქვა საბა ბუაძემ.
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა
-
გადახედვატერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო ტერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო
-
გადახედვა"ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე "ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე
კომენტარები