დეპუტატ კობა კობალაძის შვილს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინა
პროკურატურამ ქართული ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის შვილს და კიდევ 5 ადამიანს ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით ბრალი წარუდგინა. მათგან ერთი მიმალვაშია. კიდევ ერთ პირს კი მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან და ის დაკავებულია.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 24 ივნისს, ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარედ, 6 ადამიანი შურისძიების მოტივით თავს დაესხა გ.ე.-ს, რა დროსაც ოთხმა მათგანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ორმა ბასრი საგნების გამოყენებით დაჭრა.
"აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაული დაფარა გ.ბ.-მ", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების განაცხადებით, ბრალდებულები 11 ივლისს დააკავეს. დეპუტატის შვილს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება:
- მ.კ. და ს.ქ.: ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტი);
- დ.ჟ.: ჯგუფური ძალადობა და განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ანდა ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება (126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი და 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი);
- დ.ძ. და დ.კ. (დავით კობალაძე, კობა კობალაძის შვილი): ჯგუფური ძალადობა (126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი);
- გ.ბ.: მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა (375-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
უწყების ინფორმაციით, ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.
რაც შეეხება მიმალვაში მყოფ ვ.კ.-ს, მას გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. უწყების ცნობით, ვინაიდან ის თავს არიდებს გამოძიებას, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
დავით კობალაძის დაკავებასთან და ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებდა. იმის გასარკვევად, თუ რა მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი კობალაძეს, On.ge უწყებას დაუკავშირდა, სადაც საქმესთან დაკავშირებით 2 დღის წინ გავრეცელებულ განცხადებაზე მიგვითითეს. ამ განცხადებაში კი ბრალზე არაფერი წერია: იქ საუბარია ორი ადამიანის დაკავებაზე და მათ ბრალზე, ხოლო კობალაძის შვილის შესახებ მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ "განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა". შსს არ აკონკრეტებდა, ედავებიან თუ არა მას რომელიმე დანაშაულს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების დეპუტატ კობა კობალაძის შვილი და კიდევ რამდენიმე პირი ქუჩაში ადამიანს თავს დაესხნენ და სცემეს, თავდაპირველად TV პირველმა გაავრცელა. ჟურნალისტი დაზარალებულის მამის ფარულ ინტერვიუზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ბიჭს დაზიანებები თავშიც აქვს მიყენებული.
სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გადაცემის წამყვანმა, ნოდარ მელაძემ თქვა, რომ მას დაზარალებულის მამა დაუკავშირდა და სთხოვა, მასალა არ გასულიყო და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა კითხვებით დეპუტატ კობალაძესაც მიმართა.
TV პირველის ინფორმაციით, შემთხვევა 24 ივნისს, საბურთალოზე მოხდა და გამოძიება ანონსის გასვლამდე დაწყებული არ იყო.
შსს-მ განცხადება სწორედ გადაცემის ანონსის გასვლის შემდეგ გაავრცელა, სადაც ამტკიცებდა, რომ 23 წლის ბიჭის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო. ორი ადამიანის დაკავება მაშინ უწყებამ იმით ახსნა, რომ ანონსის გასვლის შემდეგ "საქმეში გამავალი პირების მიმალვის" საფრთხე შეიქმნა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები