აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი 10-12 ივლისს მესტიას ეწვია. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს, სადაც, ასევე აღნიშნულია, რომ ელჩმა სვანეთის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერა და ზურულდზე საბაგიროთი ავიდა.

ვიზიტისას კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს, ნინო ვიბლიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ერთადერთი ქალი გუბერნატორის მოადგილეა.