ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, თეა წულუკიან ოპოზიცია იმიტომ "ესხმის თავს", რომ გამორჩეული ლიდერია. თუმცა კილაძის თქმით, წულუკიანი ოპოზიციას დებატებში "ენამახვილურად" უგებს.

"თქვენი დამოკიდებულება არის, ზოგადად, გამორჩეული ლიდერებისთვის განსაკუთრებული თავდასხმა და ამიტომ არის ხოლმე ქალბატონი თეა წულუკიანი თქვენი თავდასხმის ობიექტი მუდმივად. ამჯერზეც, მე მგონია, რომ სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ამიტომ ესხმით ქალბატონ თეას თავს, რომ ის გამორჩეული ლიდერი არის ქართული ოცნების და საკმაოდ ენამახვილურად გიგებთ ხოლმე დებატებში", — განაცხადა კილაძემ.

კილაძემ ამ ფორმით ევროპული საქართველოს წევრს, სერგი კაპანაძეს უპასუხა, რომელიც რომელიც თეა წულუკიანის პარლამენტში მოსვლას ითხოვდა.