რეჟისორი გიორგი ოვაშვილი გაღმა ნაპირის შემდეგ ახალ ფილმზე მუშაობს. ხიბულა დრამაა, რომლიც ცენტრშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაა. ფილმი მისი ცხოვრების უკანასკნელ 50 დღეს ასახავს.

ფოტო: ირაკლი გედენიძის ფოტო

გიორგი ოვაშვილს ფილმის გადაღება ჯერ კიდევ 10 წლის წინ სურდა, თუმცა ფიქრობდა, რომ ამ თემისგან დისტანცირება უნდა მოეხდინა, რათა მაქსიმალურად მიუკერძოებელი ყოფილიყო. როგორც რეჟისორი აღნიშნავს, ეს არ იქნება ამბავი ისტორიულ ფიგურაზე, ეს იქნება ამბავი ადამიანურ მარტოობასა და ძალაუფლების დაკარგვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კინოსურათი გამსახურდიას ცხოვრებაზეა, როგორც ცნობილია, ფილმში მისი სახელი არ ისმის, მთავარ გმირს ყველა "ბატონ პრეზიდენტს" უწოდებს.

ხიბულა ოვაშვილის ტრილოგიის ბოლო ნაწილი იქნება. პირველი ფილმი, გაღმა ნაპირი 2009 წელს გამოვიდა ეკრანებზე, ხოლო მეორე, სიმინდის კუნძული - 2014 წელს.

ზვიად გამსახურდიას როლის შემსრულებელს გიორგი ოვაშვილი დიდხანს ეძებდა როგორც ქართველ, ისე უცხოელ მსახიობებს შორის, საბოლოოდ კი არჩევანი ირანელ მსახიობ ჰოსეინ მაჰჯუბზე შეაჩერა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წელს შედგება.