საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი ბილაინის მომხმარებლებს MyBeeline აპლიკაციით სარგებლობისას საჩუქრად უფასო ინტერნეტის მიღების შესაძლებლობა აქვთ. მომხმარებელი, რომელიც 31 აგვისტომდე ჩამოტვირთავს და გაიაქტიურებს აპლიკაციას, მიიღებს რეგისტრაციის ბონუსს 1GB მოცულობით, ხოლო აპლიკაციის მეშვეობით ბალანსის ნებისმიერი თანხით შევსებისას — 500MB ბონუსს.

MyBeeline აპლიკაცია არის ბილაინის სრული ოფისი მომხმარებლის მობილურ ტელეფონში. აპლიკაცია აბონენტს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად შეასრულოს ოპერაციები ნებისმიერ დროს და აწარმოოს საკუთარი ხარჯების დეტალური კონტროლი. MyBeeline-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი, მომსახურებების სტატუსი და ხარჯები; ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეინახოს საბანკო ბარათის მონაცემები და აწარმოოს ავტომატური გადახდები.

ბილაინის მობილური აპლიკაცია MyBeeline ჩამოტვირთვის რაოდენობით ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა. მისი ჩამოტვირთვა ბილაინის ოფიციალური საიტიდან შეგიძლიათ.