12 ივლისს მესტიაში, მდინარე მულხურაში მანქანა გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მანქანა ამოიყვანეს, მძღოლს კი ამ დრომდე ეძებენ.

უწყებაში ამბობენ, რომ საძიებო პროცესს დინება ართულებს.