რიკი ჯერვეისი: The Office რომ დღეს გადიოდეს, მის გაუქმებას მოითხოვდნენ
ცნობილ ინგლისელ კომიკოსს, მსახიობს, სცენარისტსა და პროდიუსერ რიკი ჯერვეისს შოუბიზნესში თავისი თამამი იუმორით იცნობენ, რომელიც ხშირად არაფრად აგდებს Cancel Culture-ს — ძირითადად სოციალურ ქსელებში გამოყენებული პრაქტიკა, რომლის მიზანიც ცნობილი ადამიანისთვის რაიმე ქმედების ან მოსაზრებების გამო ბოიკოტის გამოცხადება და მისი კარიერის დასრულებაა.
სულ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში რიკი ჯერვეისმა ამ თანამედროვე ტენდენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მთელ ინდუსტრიაზე ახდენს გავლენას:
"ვფიქრობ, ახლა ყველაფერი გაცილებით რთულადაა, რადგან ხალხი ყველაფერს პირდაპირ იგებს. მრავლად არიან აგრესიული ჯგუფები, რომლებიც ყველაფერს კონტექსტის გარეშე აღიქვამენ. The Office ერთდროულად ყველაფერზე იყო: განსხვავებაზე, სქესზე, რასასა და იმ ყველაფერზე, რაზეც საუბარი დღეს აშინებთ იმის გამო, რომ რამე არასწორი არ თქვან და მათი კარიერა არ დასრულდეს".
მისი თქმით, ამის გამო კომპანიები უფრო და უფრო "ფრთხილ პროდუქტს" ქმნიან:
"BBC ყოველდღიურად უფრო ფრთხილი ხდება, რადგან ადამიანებს უბრალოდ უნდათ, თავიანთი სამსახურები შეინარჩუნონ. დღეს ხალხი ღელავს ზოგიერთ თემასა და ხუმრობაზე, თუნდაც ისინი სრულიად ირონიული იყოს".
ჯერვეისი სატელევიზიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიტკომის The Office-ის შექმნაში იღებდა მონაწილეობას. თავად ფიქრობს, რომ მაყურებლები ახლა ოფისის მსგავსი შოუს გაუქმებას მოითხოვდნენ.
"ოფისი დღევანდელი ტენდენციებიდან ამოვარდნილია და ვფიქრობ, ადამიანების ნაწილმა ირონიისა და კონტექსტის აღქმის უნარი დაკარგა. მგონია, რომ შოუსაც ის ბედი ეწეოდა, რაც ხდება ხოლმე ასეთ დროს. მათ, ვისაც მსგავსი საკითხები აწუხებს, ხშირად დავლაპარაკებივარ და ყველაფერი ამიხსნია, მათი პასუხი კი ეს იყო: "არა, არა, არაუშავს, რადგან.." და მიდიან. ხანდახან ისინი ძალიან შეშინებულები არიან, რადგან კითხვებზე პასუხის მიღება არ სურთ, ისინი უბრალოდ ამბობენ: "ამის ნახვა არ მსურს, ამიტომაც ავკრძალოთ ის", — განაცხადა რიკი ჯერვეისმა.
ამავდროულად ჯერვეისი აცხადებს, რომ ბევრმა სიტყვის თავისუფლება რადიკალურად არასწორად გაიგო: "ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლება ყველაფრის შედეგების გაუთვალისწინებლად თქმას გულისხმობს და ასე ნამდვილად არ არის".
ამ ბრიტანელმა ხელოვანმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ოქროს გლობუსის წლევანდელ დაჯილდოებაზე, სადაც წამყვანის ამპლუაში იყო და თავისი ენამწარე გამოსვლით დაჯილდოებაზე წარმოდგენილი ლამის უკლებლივ ყველა ვარსკვლავი გააქილიკა:
"თუ დღეს ჯილდოს მოიგებთ, ეს პლატფორმა პოლიტიკური გზავნილებისთვის არ გამოიყენოთ, კარგი? იმ მდგომარეობაში არ ხართ, რომ ხალხს ლექცია ჩაუტაროთ რამეზე. არაფერი იცით რეალური სამყაროს შესახებ. სკოლაში ბევრმა თქვენგანმა უფრო ნაკლები დრო გაატარა, ვიდრე გრეტა თუნბერგმა", — ნაწყვეტი მისი მონოლოგიდან, რომელიც ინტერნეტში მალევე გავრცელდა და მილიონობით ადამიანმა ნახა.
ასევე შეგახსენებთ, რომ რიკი ჯერვეისი ნეტფლიქსთან ერთად მუშაობს კომედიურ დრამა After Life-ზე, რომელსაც მაღალი რეიტინგის გამო მესამე სეზონი დაუმტკიცდა.
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
კომენტარები