"კოსმოსი: ყველაზე სასაცილო სივრცე?!" — ამბობს U.S.S. Cerritos-ის ეკიპაჟის წევრი ენსინი ბოიმლერი ვარსკვლავური გზის ახალი ანიმაციის ტრეილერში და, მის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნამდვილად სარწმუნოა.

კვირას, 12 ივლისს, CBS All Access-მა Star Trek: Lower Decks-ის ტრეილერი გამოუშვა. ის წარმოგვიდგენს "ქვედა გემბანის" ეკიპაჟის წევრების ოინბაზობებსა და თავგადასავლებს, რომლებშიც დიდწილად ციხის ნარჩენების მოსუფთავება და კოსმოსური ხომალდების მომსახურება მოიაზრება — ჰოო, მთლად ისეთი გლამურული ცხოვრება ვერ არის, როგორსაც ვარსკვლავური გზის ეკიპაჟის წევრებისგან ვართ მიჩვეული.

Rick and Morty-ის სცენარისტისა და პროდიუსერის, მაიკ მაკმაჰანის, ეს ახალი ანიმაციური სერიალი ძალიან სახალისო ჩანს და სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკის ახალი პერსპექტივიდან დანახვის შესაძლებლობას გვპირდება. Star Trek: Lower Decks-ის პრემიერა 6 აგვისტოს CBS All Access-ზე შედგება.