დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია.

"9 ახალი დადასტურებული შემთხვევა ყველა გახლავთ შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინე სივრცეში. 5 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი", — თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი სულ დაუდასტურდა 995 ადამიანს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 857, ხოლო გარდაცვლილია — 15. კარანტინის რეჟიმში 5 001 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 219.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: