თბილისში, წყალტუბოს ქუჩაზე ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც სროლაც მოჰყვა. მთავარი არხის ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით, 15 პირი მონაწილეობდა. ისინი ადგილიდან პოლიციის მისვლამდე გაიქცნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-სუთხრეს, რომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით). უწყებაში არ ამბობენ, შემთხვევის შედეგად დააკავეს თუ არა ვინმე.