ლელოს ლიდერები აჭარაში არასამთავრობოების წარმომადგენლებს ესაუბრნენ
ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარტიის სხვა ლიდერები ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მამუკა ხაზარაძემ არასამთავრობოებთან შეხვედრის დროს ქვეყნისა და რეგიონის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.
"როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, ჩემი პირველი ვალდებულება ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა. ლელოს აქვს ზუსტი ხედვა, ნებისმიერ თემას საქმიანად ვუყურებთ და მინიმალურ დროში ვპოულობთ გამოსავალს. ზუსტად იმიტომ გვიერთდება ამდენი ადამიანი, რომ ვართ გახსნილები და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულები. ბევრი გამოწვევაა რეგიონშიც, თუნდაც მეჩეთის აშენების თემა, რომელიც საკმაოდ მწვავედ წამოიჭრებოდა ხოლმე. ვთვლი, რომ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის არ არის საჭირო სასამართლო დავა, რადგან სიტუაციას თავად დაალაგებს ორი მხარე და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ გონივრულადაც. პრობლემაა ქალაქთმშენებლობის კუთხით. რაც ხდება ბათუმში, არის კატასტროფა და კორუფციის შედეგი. მშენებლებს ჰგონიათ, რომ კვადრატული მეტრების რაოდენობა არის ბიზნესი, რადგან ქალაქი არ არის განვითარებული ურბანულად, რის გამოც დიდ მშენებლობებს ღირებულება ვერ შეუნარჩუნდებათ", — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე სექტორის პროექტის მენეჯერის, ციალა ქათამიძის, თქმით, მსგავსი შეხვედრები პერმანენტული ხასიათის უნდა იყოს და პარტიები მოსახლეობასთან უშუალოდ უნდა საუბრობდნენ რეგიონის პრობლემებზე.
"ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქვეყნის ან რეგიონის სწორად განვითარებისთვის სხვადასხვა სუბიექტებმა, რომლებიც ამ ქვეყნის განვითარებისთვის მუშაობენ, უნდა ითანამშრომლონ და ჰქონდეთ მაგავსი ტიპის შეხვედრები, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკური პარტია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები იყოს პერმანენტულად და არა — მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ყველა იმ პრობლემის გამოჩენისთანავე, რომელიც ქვეყანას ან რეგიონს აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის თემები, რომლებიც ეხება გლობალურ საკითხებს, თუ რამდენად შესაძლებელია იმ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრა, რომელიც არსებობს ბიზნესისა და პოლიტიკის გზაგასაყარზე", — ამბობს ციალა ქათამაძე.
ლელო საქართველოსთვის ლიდერის, სოფო შამანიდის, თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა, რადგან ისინი საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც რეგიონს აქვს, და კარგად იცნობენ საქმის შინაარსს.
"არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ერიდებიან მწვავე შეკითხვებს და ასეთი შეხვედრა იყო დღეს აჭარაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მუშაობენ. მათ დასვეს ის საკითხები რომელიც ბათუმს და რეგიონს აწუხებს, ეს იქნება ურბანული განვითარების, ეკონომიკური, თუ ადამიანის უფლებების პრობლემები. საინტერესო დიალოგი გამოვიდა, რადგან ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს უკვე აქვს პასუხები და კონკრეტული გეგემა, რომელიც რეგიონში ამ პრობლემებს მოაგვარებს", — აცხადებს შამანიდი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები