The Sopranos-ის სცენარისტი The Batman-ის სპინოფ სერიალზე იმუშავებს
მეთ რივზის The Batman ერთ-ერთი ის მასშტაბური სამომავლო პროექტია, რომელზეც კომიქსის მოყვარულები დიდ იმედებს ამყარებენ და მოუთმენლად ელიან.
მართალია, პანდემიის გამო მასზე მუშაობა შეფერხდა და შესაბამისად, ბუნდოვანია, თუ როდის შეძლებს ზუსტად მაყურებელი მის ხილვას, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ახალ სერიალს გადაიღებენ, რომელიც ამ ფილმის სპინოფი იქნება.
სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ სტრიმინგ სერვისი HBO Max ახალ სერიალზე იწყებს მუშაობას, რომელიც სწორედ მეთ რივზის ბეტმენის სამყაროში განვითარდება და გოთემის კრიმინალური ისტორიების შესახებ მოგვითხრობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება მომავალი შოუს სახელწოდება, რომელი პერსონაჟების ირგვლივ განვითარდება სიუჟეტური ხაზი და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას.
სანაცვლოდ ვიცით, რომ ამ პროექტის შექმნაზეც მეთ რივზი იმუშავებს ტერენს უინტერთან ერთად, რომელიც ლეგენდარული სერიალის The Sopranos-ის პროდიუსერი და სცენარისტი იყო.
"ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ სამყარო, რომელსაც ფილმში ვქმნი, უფრო მასშტაბურად ვაჩვენო მაყურებელს და იმ დეტალებს სათანადო ყურადღება მივაქციო, რის შესაძლებლობასაც უფრო დიდი ქრონომეტრაჟი გაძლებს. ისეთ წარმოუდგენლად ნიჭიერ ხელოვანთან თანამშრომლობა კი, როგორიც ტერენს უინტერია, ნამდვილი ოცნების ახდენაა", — განაცხადა მეთ რივზმა მომავალ სერიალზე საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ეს HBO Max-ის ერთადერთი სამომავლო პროექტი არ არის, რომელსაც DC Comics-ის გმირებზე გადაიღებს: სტრიმინგ სერვისმა ასევე დააანონსა სერიალები Green Lantern, Justice League Dark და Aquaman: King of Atlantis.
The Batman მეთ რივზის მაღალი მოლოდინების მქონე ფილმია, რომელშიც მთავარ — ბეტმენის როლს რობერტ პატინსონი ასრულებს. ეს ბრიტანელი მსახიობი ასევე თამაშობს კრისტოფერ ნოლანის ახალ ფილმში Tenet.
პატინსონთან ერთად ამ გახმაურებულ კინოსურათში ვიხილავთ ზოი კრავიცს: ის ქალი-კატის როლს შეასრულებს; კოლინ ფარელს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედის როლში მოგვევლინება და Westworld-ის ვარსკვლავს ჯეფრი რაითს, რომელიც ჯეიმს გორდონს განასახიერებს.
ამჟამინდელი ინფორმაციით, ფილმის პრემიერა 2021 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები