რუსთავის ცხელების ცენტრიდან პაციენტი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. როგორც მათ ცხელების ცენტრში განუცხადეს, პაციენტს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, სადაც ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამის გამო ის ცხელების ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ანალიზები აუღეს.

როგორც რუსთავის საავადმყოფოს ექიმმა მთავარ არხს განუცხადა, პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ამიტომ ის უკან, საკარანტინო სივრცეში უნდა გადაეყვანათ. თუმცა იგი ცხელების ცენტრის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.