თორნიკე ჯანაშვილი რეფორმერის გუნდით პოლიტიკაში მიდის
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკური პარტია რეფორმერი. ამასთან დაკავშირებით პარტიის პრეზენტაცია 9 ივლისს სასტუმრო რუმსში გაიმართა. რეფორმერი სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ახალგაზრდებს აერთიანებს, რომლებიც აქამდე პოლიტიკასთან არ ყოფილან დაკავშირებული და თვლიან, რომ ახალი პოლიტიკური სტანდარტის დამკვიდრების და ცვლილებების დროა. რეფორმერს წარმატებული ბიზნესმენი 30 წლის თორნიკე ჯანაშვილი ხელმძღვანელობს.
სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სწორედ რეფორმერის ლიდერი თორნიკე ჯანაშვილი საუბრობს და პოლიტიკური პარტიის დაფუძნების მიზეზებს განიხილავს:
"ერთი წლის წინ დავაფუძნე ახალგაზრდული ორგანიზაცია რეფორმერი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩემ გვერდით დადგა და ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ერთად, მათ შორის, პატიმრების დასაქმება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის პროგრამული ენების შესწავლა და დასაქმება, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლა, ჩავატარეთ კონკურსები სტუდენტებისთვის სახელმწიფო ხედვის სტრატეგიებზე. იმის მიუხედავად, რომ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული სხვადასხვა პროექტებში, ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმატი არ იყო საკმარისი იმ პრობლემების გადასაჭრელად და რეალური შედეგების მისაღწევად, რისი მოგვარებაც აუცილებელია. გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა გამოხმაურებები ადამიანებისგან, ვინც ჩართული იყო ჩვენს პროექტებში, აქტიურად გვადევნებდა თვალს სოციალურ ქსელში და ღიად გამოხატავდა სურვილს, ჩავრთულიყავით პოლიტიკაში.
რეფორმერი აერთიანებს ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებიც არიან წარმატებულები სხვადასხვა სფეროებში. ჩვენი გუნდის წევრები არიან ანი ჯაფარიძე, გიორგი აბრამიშვილი, დათა ჯანაშვილი, გიორგი ავაზაშვილი, ლაშა პატარაია, მაკო კუკავა და სხვები. ბოლო პერიოდში შემოგვიერთდა ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდა. ჩვენი მიზანია ჩვენი გამოცდილება და რესურსი გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და დავამკვიდროთ პოლიტიკის ახალი სტანდარტი. რაც დღეს საქართველოში ხდება, არ არის პოლიტიკა. 30 წელია ვუყურებთ ერთი და იგივე სახეებს, რომლებიც გვპირდებიან უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას, მაგრამ რეალურად ადამიანებისთვის არაფერი იცვლება, ჩვენთვის ადამიანი არის მიზანი და არა მიზნის მიღწევის საშუალება, ცვლილებების დროა! ჩვენი გუნდის არცერთი წევრი არ ყოფილა დაკავშირებული პოლიტიკასთან, გვაქვს სუფთა წარსული, ჩვენ ვართ ახალი სახეები და სწორედაც რომ ჩვენმა თაობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე".
თორნიკე ჯანაშვილმა რეფორმერის იმ უპირატესობებზეც ისაუბრა, რაც მას სხვა პარტიებისგან გამოარჩევს:
"ჩვენ არ ვიქნებით სტანდარტული პოლიტიკური პარტია, ძირითადი იდეა არის მოძრაობაში. რეფორმერი ყოველთვის დარჩება მოძრაობად, სადაც მთავარი იქნება ადამიანების ჩართულობა გადაწყვეტილებების და მართვის პროცესში. ეს არის პირდაპირი დემოკრატია, მმართველობის საუკეთესო მოდელი, რომელსაც საარჩევნო კამპანიაშიც გამოვიყენებთ. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება და აქტივობა გავა სოციალურ ქსელში — ჩვენს ფეისბუქ გვერდზე : რეფორმერი. ყველას ექნება შესაძლებლობა პირდაპირ რეჟიმში ადევნოს თვალი გუნდის წევრების საქმიანობას და შემოუერთდეს ჩვენს გუნდს. რეფორმერი ღიაა ყველასთვის, განურჩევლად ასაკის, სოციალური სტატუსის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი და სჯერა, რომ ერთად შრომით წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ არ ვართ მომავალი. ჩვენ გვინდა შევქმნათ პოლიტიკა დღეს, აქ და ახლა, უკეთესი მომავლისთვის", — ამბობს პოლიტიკური პარტია რეფორმერის ლიდერი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები