როზამუნდ პაიკმა მარი კიურის რადიოაქტიური ისტორია გააცოცხლა — ტრეილერი
ბოლო ათწლეულებია მთელ მსოფლიოში ყველაზე ხშირად განსახილველ საკითხებს შორის გენდერული უთანასწორობა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერება მოწინავე პრობლემებია, რასაც იდეალურად აირეკლავს საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოღვაწე მარი კიურის ბიოგრაფია, რომელიც მალე ეკრანებზე გაცოცხლდება.
პოლონური წარმოშობის ლეგენდარულ ფიზიკოსსა და ქიმიკოსს მარი სკლოდოვსკა-კიურის ვიცნობთ, როგორც რადიოაქტიურობასთან დაკავშირებული ფენომენალური კვლევებით, რამაც მას ნობელის პრემია მოუტანა და ამით პირველი ქალი გახდა, ვინც ეს ჯილდო მიიღო და ასევე პირველი ადამიანი, ვისაც ნობელის პრემია ორ სხვადასხვა დარგში გადაეცა.
თუმცა სანამ იქნებოდა ეს ისტორიული წარმატება, მანამდე მას დაბრკოლებებით სავსე გზის გადალახვა მოუწია, რომლის შესახებაც სულ მალე ახალ ფილმს ვიხილავთ:
Radioactive — ასე ჰქვია მომავალ ფილმს, რომელშიც მარი სკლოდოვსკას სამეცნიერო მოღვაწეობა და პირადი ცხოვრება იქნება ასახული. ეს ორი კომპონენტი მის ცხოვრებაში ერთმანეთთან მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული: მისი ქმარი, პიერ კიური ასევე კვლევებში მისი პარტნიორი იყო.
ფილმში მთავარ როლს როზამუნდ პაიკი ასრულებს, რომელსაც მაყურებლები ყველაზე კარგად დევიდ ფინჩერის 2014 წლის გახმაურებულ თრილერში Gone Girl შესრულებული როლით იცნობენ, რამაც მას ოსკარის ნომინაცია მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ კიურის ბიოგრაფიის მიხედვით ეს საინტერესო კინოსურათი ირანული წარმოშობის მწერალმა და რეჟისორმა, მარჯან სატრაპიმ გადაიღო. სატრაპი მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი გრაფიკული რომანით პერსეპოლისი, რომლის მიხედვითაც შემდეგ თავადვე შექმნა ამავე სახელწოდების ასევე ძალიან ცნობილი ეკრანიზაცია.
რადიოაქტიურის მსოფლიო პრემიერა გასულ წელს ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. წელს კინოთეატრებში დაგეგმილი პრემიერები კი პანდემიის გამო გაუქმდა. სანაცვლოდ ფილმი კომპანია Amazon-ის სტრიმინგ სერვის Prime Video-ზე გამოვა 24 ივლისს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები