უმუშევრად დარჩენილი მშობლებისა და პედაგოგების რიცხვი იზრდება — ანა ნაცვლიშვილი
ლელო საქართველოსთვის ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ქუთაისში ბაღის პედაგოგებს და აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა. მისი თქმით, ბაღების გახსნის საკითხზე მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა იმსჯელოს.
"შევხვდი კერძო საბავშვო ბაღების პედაგოგებს და აღსაზრდელთა მშობლებს, ვითარება კრიტიკულია. მაშინ, როცა არაერთი ობიექტი გაიხსნა და ახალი წესების დაცვით ფუნქციონირებს, ამ დრომდე ბაღებს არ მიუღიათ არანაირი ოფიციალური პასუხი სახელმწიფოს მხრიდან — როდის და რა ფორმით შეძლებენ, განაგრძონ ფუნქციონირება. არაერთმა ბაღმა მიმართა სახელმწიფოს განცხადებით, რომ სათანადოდ აღჭურვილები არიან და ითხოვენ შემოწმებას, რათა გახსნის ნებართვა მიიღონ. მაგრამ პასუხად მხოლოდ უყურადღებობა და დუმილია", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ლელოს ლიდერის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ ბაღი ერთი რიგითი ობიექტია და ამ საკითხის გადაწყვეტაზე ზრუნვა პრიორიტეტი არ არის.
"აღსაზრდელების მშობლებთან და პედაგოგებთან ერთი გასაუბრებაც საკმარისია იმისათვის, რომ დავინახოთ პრობლემათა მთელი წყება:
- ბავშვები ამოვარდნენ გრაფიკიდან, მათი სწავლა-აღზრდის პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია, ვერ ახერხებენ სოციალიზაციას თანატოლებთან, ბევრ მათგანს დაერღვა ფიზიკურ აქტივობის რეჟიმი, რაც ემოციურადაც მოქმედებს მათზე. შეცვლილი ვითარება არის რეალური სტრესი ბავშვებისთვის, მეტად მწვავეა იმ ბავშვების მდგომარეობა, ვისაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ.
- არანაკლებ რთულ ვითარებაში არიან მშობლები, რომლებიც ვეღარ ახერხებენ, ბავშვების მოვლას შეუთავსონ სამსახურის გრაფიკი, რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ამის გამო დაკარგა შემოსავლის ერთადერთი წყარო", — აცხადებს ნაცვლიშვილი.
მისი თმით, გაურკვეველია ბაღებში დასაქმებული ადამიანების ბედიც, მათგან მხოლოდ ნაწილმა მიიღო ერთჯერადი დახმარება. გასაგებია, რომ ვირუსი არსად წასულა, თუმცა გაცხადებულად გადავედით იმ ეტაპზე, როდესაც ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. ამ პროცესში რატომღაც მივიწყებულია ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი: ბავშვები და მათი განვითარების ინტერესი.
"პარლამენტი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც განათლების და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხდება ამ საკითხების სწრაფი განხილვა და სწორი გამოსავლის მოძებნა, მაგრამ პარლამენტს ისევ ხელები აქვს დაბანილი და ამისთვის არ სცალია, რეპრესიული კანონები აქვს დაჩქარებული წესით განსახილველი.
თუ არსებობს რისკები, რომელთა დაძლევა ახალი წესებით შეუძლებელია, ბაღებს გაეცეთ დასაბუთებული პასუხი; სხვა შემთხვევაში — ვირუსის რისკები გააკონტროლონ დადგენილი წესების შესრულებაზე მკაცრი მონიტორინგით, მისცენ ბაღებს წესების დაცვით მუშაობის უფლება, ხოლო მშობლებს საშუალება, იმუშაონ შვილების უზრუნველსაყოფად", — აღნიშნა ლელოს ლიდერმა.
-
გადახედვა"ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში "ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
კომენტარები