"კაწრო" მონაწილეობდა არა მკვლელობაში, არამედ ჩაფარცხვაში და ამას 3 წყარო ადასტურებს — გვარამია
მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში კრიმინალური ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" მონაწილეობას სამი სხვადასხვა წყარო უდასტურებს. თუმცა, გვარამია განმარტავს, რომ საუბარია არა მკვლელობაში მონაწილეობაზე, არამედ "საქმის ჩაფარცხვაზე". ეს განცხადება მან საქმესთან დაკავშირებით მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ გააკეთა.
"რა ვიცი ზუსტად, ეს აინტერესებდათ, ანუ როგორც ფაქტი. როგორც ფაქტი, ვიცი "კაწროს" მონაწილეობა. ამას არ უარვყოფ და ამაზე იქნება კიდევ და კიდევ ჩვენი მამტკიცებელი და მამხილებელი გამოძიებები. მონაწილეობა არა იქ ასვლით, არა მკვლელობაში მონაწილეობის მიღებით, არამედ ჩაფარცხვაში მონაწილეობა", — ამბობს გვარამია და დასძენს, რომ ჰკითხეს, ეს იყო ფაქტი თუ მოსაზრება, რის შემდეგაც მან დაუდასტურა, რომ ინფორმაცია სამი სხვადასხვა წყაროსგან აქვს.
ამასთან, ნიკა გვარამიას თქმით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურას აინტერესებს კიდევ რა ინფორმაციას ფლობს და გამოძიებაში მთავარ არხს მიჰყვებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰკითხეს, თუ ინფორმაციას ფლობს, რატომ არ ეხმარება გამოძიებას. გვარამიას თქმით, ისედაც ეხმარება გამოძიებაში, რადგან ჯერ მისი განცხადებებია და შემდეგ საპროცესო მოქმედებები.
"ზოგადად, გამოძიებას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ მკვლელების აღმომჩენები და გამომძიებლები არ ვართ, ჩვენ ვართ გამომძიებელი ჟურნალისტები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქმე გაიხსნას. მთავარი და კრიტიკული კითხვა ის კი არ არის, ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი, არამედ ის, რატომ არ ხდება ამ არცთუ რთულ დანაშაულში აღმოჩენა მკვლელის, ანუ ვინ აფარებს მკვლელს ხელს, როგორ ახერხებს ამას და რატომ აკეთებს ამას. ეს არის ჩვენი კითხვა. როგორც კი ამ კითხვაზე პასუხი გაეცემა, გიორგი შაქარაშვილის მკვლელის აღმოჩენა გამოძიებას არ გაუჭირდება. არც აქამდე გაუჭირდებოდა, მაგრამ არ იმოქმედა ცხელ კვალზე, სამი კვირის განმავლობაში არაფერი გააკეთა", — თქვა გვარამიამ.
გვარამია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ მთავარი არხის ეთერში აქტიურად საუბრობს. პირველად მან გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ დიდუბეში გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი თეთრპერანგიან პირს ელაპარაკება, რომელიც თეთრი მიკროავტობუსიდან გადმოვიდა. მთავარი არხის დირექტორი ამ ადამიანს კრიმინალური ავტორიტეტ "კაწროს" უკავშირებს და ამბობს, რომ ფეხბურთელის ცხედარი მანქანაში იყო. ის გამოკითხვაზე სწორედ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით დაიბარეს.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.
სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები