გვარამიას თქმით, შაქარაშვილის საქმეზე მისი წყარო შსს-ს გენინსპექციაშია
მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მისი ინფორმაციების წყაროს არ დაასახელებს, მაგრამ იტყვის წარმომავლობას და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაა.
გვარამიამ ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა. ის იქ სწორედ შაქარაშვილის საქმეზე არსებული ინფორმაციის გამო დაიბარეს.
წყაროს შესახებ გვარამიას ჟურნალისტებმა მას შემდეგ ჰკითხეს, რაც პროკურორმა თქვა, რომ სწორედ ამის შესახებ ჰკითხავს მთავარი დირექტორს.
"ამ ეტაპზე მე არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას. ერთადერთი, შემიძლია ვუთხრა, როგორც ყოველთვის ვეუბნები, წყაროს წარმომავლობა. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია", — თქვა გვარამიამ.
კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გამოკითხვაზე დაიბარებენ იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ, ნიკა გვარამია ასე პასუხობს:
"ტერორისტული ხელისუფლებისგან ყველაფრის მოლოდინი მაქვს, კი".
როგორც პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მაგისტრ მოსამართლესთან გვარამიას დასაკითხად შესვლამდე თქვა, კითხვები შეეხება სხვადასხვა ეთერში გაკეთებულ განცხადებებს და აინტერესებთ ამ ინფორმაციების წყაროები.
"ეს შეეხება პირდაპირ ეთერებში თუ სხვადასხვა გადაცემაში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც შემხებლობაში იყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. კითხვა არ იქნება მხოლოდ ბილანიშვილთან დაკავშირებით, იქნება სხვა უამრავ არგუმენტებთან თუ მოსაზრებებთან, გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ყველამ მოისმინა პირდაპირ ეთერში. ჩვენ გვაინტერესებს წყაროები რა თქმა უნდა, საიდან იყო ის ინფორმაცია მიღებული და მას რამდენად გააჩნია დადასტურებული ინფორმაცია. ჩვენ დაკითხვის შედეგად უნდა გავარკვიოთ, რა არის დადასტურებულად ნათქვამი და რა — არა", — თქვა პროკურორმა.
ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, რომ გვარამია ინფორმაციის გავრცელებისას ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, შესაბამისად, აქვს უფლება, რომ წყარო არ დაასახელოს. ამასთან, ადვოკატის თქმით, მათთვის ჯერ უცნობია, რა მიმართულებით ექნება კითხვები გამოძიებას.
"ნიკა გვარამიას, როგორც ჟურნალისტს, აქვს უფლება სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომ არ გათქვას წყარო, საიდან მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია. რამდენად ისარგებლებს ამ უფლებით, არ ვიცი, დამოკიდებული იქნება იმაზე, რა კითხვები იქნება დასმული", — თქვა საძაგლიშვილმა.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში გუშინ, 10 ივლისს დაიბარეს. თუმცა მან პოლიციაში მისვლაზე უარი განაცხადა და ჩვენების მიცემა მაგისტრი მოსამართლის თანხლებით მოითხოვა.
გვარამია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ მთავარი არხის ეთერში აქტიურად საუბრობს. პირველად მან გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ დიდუბეში გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი თეთრპერანგიან პირს ელაპარაკება, რომელიც თეთრი მიკროავტობუსიდან გადმოვიდა. მთავარი არხის დირექტორი ამ ადამიანს კრიმინალური ავტორიტეტ "კაწროს" უკავშირებს და ამბობს, რომ ფეხბურთელის ცხედარი მანქანაში იყო. ის გამოკითხვაზე სწორედ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით დაიბარეს.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.
სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები