ლელომ ქედაში რიგით 26-ე რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა
ლელომ ქედაში რიგით 26-ე რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა. ორგანიზაციის გახსნას პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.
ქედის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად გოჩა ჟღენტი დაინიშნა.
მამუკა ხაზარაძემ გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ქედამ ბუნებრივი რესურსი თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს და რაიონში ისეთი ეკონომიკური პირობები შეიქმნას, რომ ხალხი უკან დაბრუნდეს და საკუთარ სახლებში იცხოვრონ.
"ხალხი გადის და ტოვებს სოფლებს. არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ადამიანი არ არის წასული და არ ეძებს შემოსავალს უცხო ქვეყანაში. ჩვენ ეს რეალობა უნდა შევცვალოთ და ამ არაჩვეულებრივ ბუნებასა და პოტენციალს, რომელიც ამ მხარეს გააჩნია, უნდა დავუბრუნოთ ყველაზე მთავარი — ადამიანი, რომელიც დასაქმდება აქ და შექმნის პერსპექტივას მისთვის და მისი ოჯახისთვის. ზუსტად იმ ენთუზიაზმით მოვალთ არჩევნებზე, როგორც დღეს ქედაში დაგვხვდა მოსახლეობა და ამ ქვეყანაში გამარჯვების და წარმატების ეპოქა დაიწყება", —განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
"მიხარია, რომ დღეს ჩვენს გვერდით ხართ და ერთად ველოდებით ოქტომბერს, რომ დავდოთ ლელო საქართველოსთვის. დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, როგორ გვეცლება ხელიდან სახელმწიფო და ჩვენს შვილებს ართმევენ მომავალს. ამ ყველაფრის შემდეგ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სახელმწიფოებრივი არჩევანი", — აცხადებს გოჩა ჟღენტი.
ლელო სიმართლესა და ერთიანობაშია —ამ სიტყვებით მიმართა ადგილობრივებს ირაკლი კუპრაძემ.
"დიდი ხნის განმავლობაში ახალგაზრდები სხვადახვა ბრძოლაში ვიყავით ჩართული. იქ, სადაც უცხო ადამიანებს უჭირდათ. მივდიოდით გაცრეცილი ფეხსაცმლით და ერთი ზურგჩანთით, შემოვიარეთ მთელი საქართველო. მაშინ უამრავჯერ დავმარცხდით, იმიტომ რომ ვიყავით ცოტა, გვაკლდა გამოცდილება და ის ზურგი, რომელიც დღეს გვაქვს. დღეს გვაქვს მტკიცე საყრდენი, რომელის გამოც არ დავმარცხდებით. ეს არის ლელო, სადაც არიან თავიანთი საქმის სპეციალისტები, მებრძოლები, რომლებსაც უშენებიათ სახელმწიფო, შეუქმნიათ სამუშაო ადგილები, დაუცვიათ ადამინების უფლებები. ჩვენ ეს ყველაფერი წინა ხაზზე უნდა წამოვწიოთ და ამას გავაკეთებთ", — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
"ჩვენი ბრძოლა დასრულდება წარმატებით, რადგან ჩვენ ვითხოვთ ყველაზე ძირეულს — უკეთეს მომავალს და ღირსებას. უკეთესი ცხოვრება კი განათლების გაუმჯობესება, ცხოვრების პირობების უკეთესობისკენ შეცვლაა. სირცხვილია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ათასობით მდინარეა, ონკანში წყალი არ მოდის. ჩვენ ამ ყოფას მშვიდად არ შევეგუებით, ეს არის ჩვენი უფლება და მას მივიღებთ აუცილებლად. არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით იმ კორუფციას, რომელიც ჩვენსა და უკეთეს ცხოვრებას შორის დგას", — მიმართა შეკრებილებს საბა ბუაძემ.
"დროა, ის პრობლემები დავძლიოთ, რომლის წინაშეც დღეს არამარტო აჭარის რეგიონი, არამედ მთლიანად საქართველო დგას და გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა კოლაფსიდან. ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს, ვითხოვთ ეკონომიკურ წინსვლას, განათლებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობდნენ, პენსიონერებს კი ღირსეული პენსია ჰქონდეთ. ამ ყველაფერს დღევანდელ მთავრობას ვერ მოვთხოვთ, რადგან ისინი დღეებს ითვლიან", — განაცხადა შამანიდმა.
"საქართველოს მოქალაქეები დაიღალნენ ფუჭი დაპირებებით და ოცნებით. ბოლო 8 წელია, აბსოლუტურ ტყუილში ვცხოვრობთ, ხაზინის ქურდები, მათი კლანები მართავენ ქვეყანას და ეს უნდა დავასრულოთ. 8 წელია, ერთ ადგილზე გავიყინეთ და დაგვპირდნენ, რომ თუ არ მოგვწონს ეს ყოფა, ჩვენი ქვეყნიდან 30 ევროდ გაგვამგზავრებენ. თუმცა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, ეს ქვეყანა თითოეული თქვენგანისაა და უნდა დავიბრუნოთ და დავიცვათ", — თქვა თაზო დათუნაშვილმა.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები